ვირტუალური (VPS) და გამოყოფილი(Dedicated) შედარება

ვირტუალური (VPS) და გამოყოფილი (Dedicated) სერვერის შედარება – ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ

თუ თქვენი ვებსაიტი აჭარბებს საზიარო ჰოსტინგის შეზღუდულ ვარიანტებს (ვებსაიტი მოითხოვს უფრო მეტ რესურსებს რაც შეიძლება მოგაწოდოთ პროვაიდერმა საზიარო ჰოსტინგის მეშვეობით, ან მოითხოვს ისეთ ფუნქციონალს რისი ჩართვაც შეუძლებელია საზიარო ჰოსტინგის მეშვეობით), მაგრამ თქვენ არ ხართ მზად გამოყოფილი სერვერის დასაქირავებლად, შესაძლოა ვირტუალური სერვერის (VPS) ჰოსტინგი სწორი არჩევანი იყოს. VPS ჰოსტინგს, ან იგივე „ვირტუალურ პირად სერვერს“, ეწოდა „ხიდი“ საზიარო და გამოყოფილი სერვერის ჰოსტინგს შორის – გზა, რომ მიიღოთ მეტი კონტროლისა და მასშტაბირების უპირატესობები, ვიდრე ამას საზიარო ჰოსტინგი გთავაზობთ, ხარჯისა და გამოყოფილი სერვერის გარემოს ფართომასშტაბიანი მართვის გარეშე. ამით განსხვავდება VPS ჰოსტინგი გამოყოფილი სერვერის ჰოსტინგისგან - მასშტაბურობის, ხელმისაწვდომობის, მოქნილობისა და ღირებულების თვალსაზრისით.


VPS ჰოსტინგის განმარტება

 

VPS ჰოსტინგი წარმოადგენს საზიარო და გამოყოფილი ჰოსტინგის ფუნქციების კომბინაციას, რომელიც შექმნილია იმ მომხმარებლებისთვის, რომელთა საიტებმაც შესაძლოა „განვითარებით გადაასწრო“ საზიარო ჰოსტინგის გარემოს. საზიარო ჰოსტინგის მსგავსად, VPS ჰოსტინგის საშუალებით ბევრ მომხმარებელს შეუძლია, გამოიყენოს ერთი სერვერი. თუმცა, VPS სერვერზე ვირტუალიზაციის ტექნოლოგიის გამოყენებით, თითოეული საიტისთვის გამოყოფილია საკუთარი სივრცე, რათა მისი საშუალებით შესაძლებელი გახდეს, სერვერის რესურსების განაწილება და მისი ოპერაციული სისტემისა და აპლიკაციების გაშვება. ამ გზით, VPS ჰოსტინგის საშუალებით შესაძლებელია იზოლაციის სხვა ისეთი საიტებიდან გამეორება, რომლებიც დამახასიათებელია გამოყოფილი ვებ-ჰოსტინგისთვის, მაგრამ ერთი კლიენტისთვის მთლიანი სერვერის გამოყოფის გარეშე. საზიარო ჰოსტინგის მსგავსად, კლიენტები VPS სერვერზე სხვებთან ერთად იზიარებენ სერვერის აპარატურას. თითოეულ საიტს აქვს სერვერის რესურსების განსაზღვრული, გამოყოფილი ნაწილი და შემცირებულია იმის შანსი, რომ ერთი საიტის მიერ მოხმარების უეცარმა ზრდამ გავლენა იქონიოს დანარჩენებზე და შეანალოს ან შეაფერხოს ისინი. მომხმარებლებს წვდომის მოპოვება შეუძლიათ მხოლოდ საკუთარ ვირტუალურ გარემოზე, საზიარო სერვერზე მიმდებარე საიტებიდან მავნე პროგრამებისა (malware) და სხვა დამაბინძურებლების რისკის გარეშე. იქიდან გამომდინარე, რომ თითოეულ საიტს აქვს საკუთარი ვირტუალური სივრცე, მომხმარებლებს საიტზე სრული კონტროლი აქვთ, ნებართვების მინიჭებისთვის და საჭირო ოპერაციული სისტემებისა და აპლიკაციების დაყენებისთვის root წვდომის (Root Access) მეშვეობით.
VPS ჰოსტინგის გარემოში, განაწილებული სერვერი მუშაობს, როგორც დამოუკიდებელი, გამოყოფილი სერვერი, რომელიც მოიცავს ერთ ვებსაიტს. კლიენტებს შეუძლიათ გამოიყენონ იგი თითქმის იმავე გზით და ისარგებლონ იმ უპირატესობებით, რომლებიც მოიცავს პერსონალიზაციას, უსაფრთხოებასა და მასშტაბურობას – მაგრამ უფრო დაბალ ფასად, ვიდრე გამოყოფილი სერვერის ჰოსტინგის პაკეტების უმეტესი ნაწილი.

პერსონალიზაცია და კონტროლი


საზიარო (Shared) ჰოსტინგის გარემოში, მომხმარებლებს აქვთ შეზღუდული კონტროლი მათი საიტების სხვადასხვა მახასიათებელსა და ფუნქციაზე, მაგრამ როგორც VPS, ასევე გამოყოფილი სერვერის ჰოსტინგის გეგმები იძლევა საიტის პერსონალიზაციისა და კონტროლის სხვადასხვა დონეს. ამ გარემოში, პროვაიდერი პასუხისმგებელია სერვერების გამართულად მუშაობაზე და ფიზიკურ ტექნიკურ მომსახურებაზე ჰიპერვიზორის დონეზე.

თუმცა, ამ პარამეტრების მიღმა, საიტის მფლობელებს აქვთ წვდომა root ფუნქციონალზე და ზოგადად, შეუძლიათ, თავისუფლად დააყენონ აპლიკაციები, რომლებიც საჭიროა საიტის მართვისთვის. აქედან გამომდინარე, როგორც VPS, ისევე გამოყოფილი სერვერის ჰოსტინგის ვარიანტები უმჯობესია ისეთი მომხმარებლებისთვის, რომლებსაც გამოცდილება აქვთ სერვერის ადმინისტრირებაში, ვებ-დეველოპმენტსა და საიტის დიზაინში, რადგან პროვაიდერების უმეტესობის ჰოსტინგის გეგმები მოიცავს თვით-მართვად ვარიანტებს. იმ მომხმარებლებისთვის, რომლებსაც ურჩევნიათ საიტის მენეჯმენტი პროფესიონალებს მიანდონ, ზოგადად, როგორც VPS, ისე გამოყოფილი სერვერის ჰოსტინგის პროვაიდერები, გვთავაზობს მართული გეგმის მრავალფეროვან ვარიანტს. მართული ჰოსტინგის გეგმები, როგორც წესი, ეტაპობრივია და მათი მორგება შესაძლებელია სხვადასხვა გზით, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, საიტის ზრდასთან ერთად აირჩიონ ხელმისაწვდომი ფუნქციები და მახასიათებლები. ჰოსტინგის პროვაიდერებს, რომლებიც VPS-ს ჰოსტინგის სხვა ტიპებთან ერთად სთავაზობს, შეუძლია შესთავაზოს მომხმარებლის მომსახურება და ტექნიკური მხარდაჭერა, რომელიც მორგებულია VPS გარემოზე, რათა მომხმარებლებმა მიიღონ წვდომა მათი საიტების მართვის სიღრმისეულ მხარდაჭერაზე, რომელიც შესაძლოა მსგავსია გამოყოფილი სერვერის ჰოსტინგის პროვაიდერების მიერ შემოთავაზებული ძლიერი მხარდაჭერისა.

VPS-ისა და გამოყოფილი სერვერის ჰოსტინგის შედარება – გაძლიერებული უსაფრთხოება და სტაბილურობა

საზიარო ჰოსტინგის მოხმარებამ შეიძლება წამოჭრას უსაფრთხოების სხვადასხვა რისკი, ხოლო უსაფრთხოების უფრო მკაცრი ზომების დანერგვის შესაძლებლობა წარმოადგენს როგორც VPS-ის, ასევე გამოყოფილი სერვერის ჰოსტინგის უმთავრეს მახასიათებელს. თითოეულ აღნიშნულ გარემოში სერვერის ზოგადი უსაფრთხოება პროვაიდერის პასუხისმგებლობაა, მაგრამ ჩვეულებისამებრ, VPS-ისა და გამოყოფილი სერვერის ჰოსტინგის მომხმარებლებს შეუძლიათ, დააყენონ პერსონალური დაცვა ბიზნესის ინდივიდუალური სპეციფიკური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, მაგალითად, როგორიცაა კომპანიები, რომლებიც მართავენ ფინანსურ, სამედიცინო ან სხვა სახის სენსიტიურ მონაცემებს. VPS-ის მსგავსად, გამოყოფილი სერვერის  ჰოსტინგის სიტუაციებში, მომხმარებლების საიტები იზოლირებულია სხვებთან კონტაქტისგან. მიუხედავად იმისა, რომ სხვა საიტები იზიარებენ VPS სერვერის ზემდგომ ჰიპერვიზორს, ვირტუალურ დაყოფას მინიმუმამდე დაჰყავს ან საერთოდ აქრობს რისკებს მავნე პროგრამებისგან (malware) და საერთო ტექნოლოგიებიდან სხვა სახის შემოჭრისგან. VPS ჰოსტინგი, ისევე როგორც გამოყოფილი სერვერის ჰოსტინგი, ასევე გთავაზობთ მეტ სტაბილურობასა და საიტის უკეთეს ფუნქციონირებას, რადგან სერვერის რესურსები გამოყოფილია თითოეული მომხმარებლისთვის ინდივიდუალურ ვირტუალურ სივრცეში ყველა მომხმრებლის მიერ გაზიარების სანაცვლოდ. 

VPS-ისა და გამოყოფილი სერვერის ჰოსტინგის შედარება – მოქნილობა და მასშტაბურობა

VPS ჰოსტინგის პაკეტებში შეთავეზებულია გადაწყვეტილებები საიტის ზრდის პროცესის სხვადასხვა ეტაპისთვის. თვითმართვადი ჰოსტინგის ვარიანტები მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, დააყენოონ ფუნქციონირებისთვისა და უსაფრთხოებისთვის საჭირო აპლიკაციები, ხოლო მართული ჰოსტინგის პაკეტები მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, დაამატონ ან წაშალონ სერვისები მათი საჭიროებების ცვლილებასთან ერთად. VPS ჰოსტინგი უზრუნველყოფს ადგილს საიტის გაზრდილი ტრაფიკისთვის და გაფართოებული ფუნქციონირებისთვის, საჭიროების შემთხვევაში, პროვაიდერების შეცვლის გარეშე ჰოსტინგის გარემოში სხვა სერვერზე მიგრაციის გზით. საიტის განვითარებასთან ერთად, ამ ტიპის ჰოსტინგი შეიძლება იქცეს გამოყოფილი სერვერის ჰოსტინგის Gateway რუტერად – ან უზრუნველყოს მომხმარებლის საჭიროებები საიტის ფუნქციონირებისთვის.

VPS-ისა და დაყოფილი ჰოსტინგის შედარება – ფასწარმოება ხელმისაწვდომობისთვის


VPS ჰოსტინგი, როგორც საზიარო და გამოყოფილ სერვერის ჰოსტინგს შორის შუალედური ვარიანტი, ჩვეულებრივ უფრო ძვირია, ვიდრე საზიარო ჰოსტინგი, თუმცა, გამოყოფილ სერვერის ჰოსტინგთან შედარებით გაცილებით ხელმისაწვდომია. სხვადასხვა მრავალსაფეხურიანი პაკეტებით, რომლებიც კლიენტის სხვადასხვა საჭიროებისთვის აერთიანებს სერვისებს, მახასიათებლებსა და რესურსებს, VPS ჰოსტინგი გთავაზობთ ვარიანტებს, დაწყებული ბაზისური პაკეტებიდან, რომლებიც უახლოვდება საზიარო ჰოსტინგის უფრო მაღალ დონეებს - თვეში დაახლოებით $20-დან $30-მდე - უფრო მოწინავე პაკეტები თვეში დაახლოებით $200-მდე, რომლებიც მსგავსია დაბალი დონის გამოყოფილი სერვერების ჰოსტინგის სერვისების ფასებისა.

 

ვისთვის არის VPS ჰოსტინგი საჭირო?

VPS ჰოსტინგი არ არის ვებსაიტის ყველანაირი მფლობელისთვის, მაგრამ ეს შეიძლება იყოს გამოსავალი მათთვის, ვისმა საიტებმაც გადააჭარბა საზიარო ჰოსტინგის პაკეტების პარამეტრებს ან იმ მომხმარებლებისთვის, რომლებსაც სურთ მეტი კონტროლი ჰქონდეთ მათი საიტის მახასიათებლებსა და ფუნქციონირებაზე. ასევე, VPS საშუალებაა, გამოსცადოთ გამოყოფილი სერვერის ჰოსტინგის სხვადასხვა ფუნქცია უფრო ხელმისაწვდომ ფასად. მრავალფეროვანი პაკეტებითა და სერვისებით, რომლებიც ხელმისაწვდომია VPS ჰოსტინგის პროვაიდერებისგან, საერთო და გამოყოფილი სერვერების ჰოსტინგის ფუნქციების ეს კომბინაცია შეიძლება იყოს ან წინ გადადგმული ნაბიჯი გამოყოფილი სერვერების ჰოსტინგისთვის, ან სწორი გადაწყვეტილება მცირე ბიზნესის საიტის ფუნქციონირებისთვის. თუ ფიქრობთ, რომ VPS ჰოსტინგი არის საათანადო ჰოსტინგის გეგმა თქვენი ბიზნესისთვის, დაიწყეთ დღესვე.