წესები და პირობები - FTP ჰოსტინგი

2. არასანქცირებული ან ბოროტი გამოყენება

3. კომერციული რეკლამები - ელ-ფოსტა (SPAM)/არასასურველი კომერციული რეკლამები (UCE)

4. სერვერის რესურსი / რესურსების ბოროტად გამოყენება

5. არხის გამტარობის გამოყენება

6. რესელერ: მომხმარებლის პასუხისმგებლობა

7. სარეზერვო ასლები

8. უსაფრთხოება

9. Uptime გარანტია

10. გადახდა

11. მომსახურების მიწოდების პირობების შეცვლა

 

FastCloud უზრუნველყოფს ჰოსტინგს, დომენის რეგისტრაციას, VPS-ჰოსტინგს, გამოყოფილ სერვერებს, Cloud-სერვისებს და ასევე სხვა სერვისებს რომლებიც შეთანხმებულია მასთან და მომხმარებელთან ("შემდგომში სერვისები").

 

ნებისმიერი სერვისის შეკვეთით/გამოწერით და ანგარიშის შექმნით ჩვენთან ("შემდგომში ანგარიში") თქვენ ("შემდგომში მომხმარებელი") ეთანხმებით ქვემოთ მოცემულ წესებს და პირობებს. მოცემული წესები და პირობები ვრცელდება FastCloud-ის ყველა მომხმარებელზე. ამ წესებში და პიორბებში არის განხილული ყველა საბაზისო ასპექტები რომლის მიხედვითაც ჩვენ ვუზრუნველყობთ ჩვენს სერვისებს და ისინი შესწავლილ უნდა იქნას გულმოდგინედ თქვენს მიერ.

 

1. ანგარიშის შექმნა და ტრანსფერი

 

1.1. ჩვენ შევქმნით ანგარიშს როგორც კი მივიღებთ თქვენგან მომსახურების თანხას და ჩვენი გადახდის შუამავალი პარტნიორები დაგვიდასტურებენ გადმორიცხვას რომ თავიდან აცილებულ იქნას თაღლითობის შემთხვევა.

 

1.2. თქვენ ვალდებული ხართ მოგვაწოდოთ თქვენი ელ ფოსტა რომელიც არ იქნება იმ დომენში რომლის ქვეშაც რეგისტრირდებით. ეს ფოსტა გამოყენებულ იქნება თქვენთან დასაკავშირებლად წესების დარღვევის ან სხვა შემთხვევებში. თქვენ ვალდებული ხართ რომ ეს ელ ფოსტა იყოს სწორი და მუდმივად განახლებული. არასწორი საკონტაქტო ინფორმაციის მითითებამ შეიძლება გამოიწვიოს ანგარიშის გაუქმება.

 

1.3. მაღალი რისკის მქონე ოპერაციების/ტრანზაქციების შემთხვევაში შეიძლება მოთხოვნილ იქნას დამატებით მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან მოხდეს გადამოწმება საკრედიტო ბარათის რომლითაც უნდა განხორციელდეს ეს ტრანზაქცია. თუ თქვენ არ აკმაყოფილებთ ამ მოთხოვნებს შეკვეთა შეიძლება ჩაითვალოს თაღლითობად და უარყოფილ იქნას.

 

1.4. ჩვენი ტექნიკური დახმარება გააკეთებს ყველაფერს იმისათვის რომ დაგეხმაროთ საიტის ჩვენთან გადმოტანაში. თუმცა ტრანსფერის განხორციელება საწყის ეტაპზე მოითხოვს დიდ ძალისხმევას. ჩვენ ვერ მოგცემთ სრულ გარანტიას დაშვებადობაზე, შესაძლებლობაზე და იმ დროზე რომელიც საჭიროა ტრანსფერის დასასრულებლად. ყველა ჰოსტინგ კომპანია არის აწყობილი სხვადასხვანაირად და გარკვეული ჰოსტინგ მონაცემის სარეზერვო ასლი შეიძლება იყოს არათავსებადი გარკვეულ ფორმატებში და ასპექტებში რამაც ტრანსფერის პროცესი შეიძლება ძალიან გაართულოს და ზოგირეთ შემთხვევაში შეიძლება შეუძლებელი გახადოს ინფორმაციის სრული გადმოტანა.

 

2. არასანქციერბული ან ბოროტი გამოყენება

 

2.1. მომხმარებლებმა უნდა გამოიყენონ მიწოდებული სერვისები ისეთი საქმიანობისთვის რომელიც დაშვებულია კანონით. ტრანსმისია, შენახვა, პრეზენტაცია ყველა იმ ინფორმაციის, მონაცემების ან მატერიალების რომელებიც ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, აკრძალულია. იხილეთ ქვემოთმოცემული აკრძალული სერვისების სია:

 

    • არალეგალური მატერიალები - მოიცავს უკანონოდ გამოყენებას ისეთი ნამუშევრების რომელიც დაცულია საავტორო უფლებებით, კომერციული აუდიო, ვიდეო ან მუსიკალური ფაილები და ნებისმიერი ინფორმაცია რომელიც ეწინააღმდეგება რეგულაციებს. ასევე ისეთი ინფორმაცია რომელიც არის მცდარი და მიმართულია მესამე პირის საზიანოდ.
    • ვარეზი - მოიცავს პირატულ პროგრამებს, ემულატორებს, ჰაკერულ პროგრამებს, სპამერულ პროგრამებს, პაროლის გამტეხებს, IP სპუფინგ პროგრამებს და ნებისმიერი ზემოთჩამოთვლილს დაშიფრული სახით. ასევე მოიცავს ყველა იმ საიტს რომელიც ამისამართებს შესაბამისი ინფორმაციის შემცველ საიტებზე.
    • პორნოგრაფიული შინაარსის კონტენტი, განსაკუთრებით არასრულწლოვანთა პორნოგრაფია.
    • კონტენტი რომელიც შეიძლება ჩაითვალოს საქართველოს კანონმდებლობით ამორალურ გარიგებათა ნაირსახეობად, მაგ: პროსტიტუციაზე ხელშეწყობა, ბავშვთა ტრეფიკინგი და სხვა. 
    • ვებსაიტები რომელიც მოუწოდებენ და/ან ხელს უწყობენ რასიზმს და ტერორიზმს.
    • ნებისიერი პროგრამული უზრუნველყოფა რომელიც ურთიერთქმედებს IRC(Internet Relay Chat) ქსელთან.
    • ღია Proxy სკრიპტები/ანონიმაიზერები (თუ ის არ იქნება მხოლოდ პირადი სარგებლობისთვის გამოყენებული).
    • ღია სურათების ჰოსტინგის სკრიპტები (თუ ის არ იქნება მხოლოდ პირადი სარგებლობისთვის გამოყენებული).
    • AutoSurf/PTC/PTS/PPC საიტები.
    • IP სკანერები, ბრუტფორს პროგრამები/სკრიპტები/აპლიკაციები.
    • Mail ბომბერ/სპამერ სკრიპტები, მასიური მეილების დამგზავნი სკრიპტები.
    • Banner-Ad სერვისები (კომერციული banner-ad როტაცია).
    • ფაილ ჰოსტინგის სკრიპტები (მსგავსი rapidshare-სი და ა.შ).
    • კომერციული აუდიო სთრიმინგი (გარდა ერთი ან ორი სთრიმისა) (მხოლოდ shared ჰოსტინგ მომხმარებლებისთვის).
    • ნებისმიერი რეგულირებადი რამის გაყიდვა შესაბამისი უფლებ(ებ)ის არქონის გარეშე.
    • სათამაშო/კაზინოს საიტები(მხოლოდ shared ჰოსტინგ მომხმარებლებისთვის).
    • MUD/RPG/PBBG.
    • თაღლითური საიტები ან რეკომენდაციის ლინკები მათზე(სია შეგიძლიათ იხილოთ escrow-fraud.com).
    • ტრანსლაცია ან სთრიმინგი ლაივ სპორტ ღონისძიებების(EPL, UEFA, F1, FIFA, NFL, MLB, NBA, WWE, WWF, და ასე შემდეგ).
    • ვებ spider და ინდექსატორები (როგორებიცაა Google Cash / AdSpy) (მხოლოდ shared ჰოსტინგ მომხმარებლებისთვის).
    • ნებისმიერი სახის peer-to-peer მოქმედებები Bit torrent აპლიკაციების ჩათვლით, ტრეკერები ან კლიენტები. თქვენ შეგიძლიათ მიუთითოთ სხვა ტორენტ ლინკები თქვენს საიტზე მაგრამ თვენ ვერ დაჰოსტავთ მათ ჩვენს shared ჰოსტინგ სერვერებზე.
    • ნებისმიერი სახის სათამაშო სერვერები როგორებიცაა counter-strike, half-life, battlefield1942 და ა.შ. (მხოლოდ shared ჰოსტინგ მომხმარებლებისთვის).

 

2.2. ჩვენ არ გვაქვს უფლება დავარედაქტიროთ, განვიხილოთ ან შევცვალოთ თქვენი საიტის კონტენტი თუ ის არ ეწინაარმდეგება წესებს.

 

2.3. თუ აღმოჩენილ იქნება მომხმარებელი რომელიც იყენებს 2.1 თავში აღწერილ სერვისებს, მოხდება მისი გაფრთხილება ან გაფრთხილების გარეშე ანგარიშის დახურვა. სამოქალაქო კოდექსის 54ე მუხლით გათვალისწინებული ამორალური გარიგების აღმოჩენა გამოიწვევს გაუფრთხილებლად მომსახურების შეწყვეტას, რაც არ ჩაითვლება ხელშეკრულების პირობების დარღვევად.

 

3. კომერციული სარეკლამო ელ-ფოსტა (SPAM)/არასასურველი კომერციული რეკლამის შემცველი ელ-ფოსტა (UCE)

 

3.1. თქვენ ეთანხმებით და გესმით რომ დასპამვა და არასასურველი მეილების დაგზავნა ჩვენი სერვერებიდან ან მეილ მისამართებიდან რომლებიც განთავსებულია ჩვენს სერვერებზე მკაცრად აკრძალულია და გამოიწვევს ანგარიშის დახურვას დაუყოვნებლივ (გაფრთხილების გარეშე) თანხის დაბრუნების გარეშე.

 

3.2. თქვენ ეთანხმებით და გესმით რომ გლობალურ შავ სიაში სერვერის მოხვედრის თავიდან ასაცილებლად ჩვენ გვაქვს დაწესებული დღიური ლიმიტი 500 მეილი shared დაreseller ჰოსტინიგის ყველა ანგარიშზე. მომხმარებელს არ შეუძლია აღნიშნულ რიცხვზე მეტი მეილის გაგზავნა მიუხედავად თავისი მეილ სიებისა. მომხმარებლებს რომელთაც დასჭირდებათ დღიურ ლიმიტზე უფრო მეტი მეილის გაგზავნა ერთჯერადად შესაძლებელია მიეცეთ ამის საშუალება მხოლოდ კვირაში ერთხელ.

 

3.3. დარღვევის აღმოჩენა: როცა FastCloud აღმოაჩენს დარღვევას რომელიც ეწინააღმდეგება მითითებულ წესებს და პირობებს ის დაუყოვნებლივ დაიწყებს მოკვლევას. მოკვლევის პროცესში FastCloud-მა შეიძლება მოახდნიოს შეზღუდვა, შეჩერება ან გაუქმება ანგარიშის რადგან არ მოხდეს ამ ქმედების განმეორება მოკვლევის პროცესში.

 

4. სერვერის რესურსები / რესურსების ბოროტად გამოყენება

 

4.1. თქვენ ეთანხმებით და გესმით რომ თუ მოხდა თქვენს მიერ თქვენი ანგარიშის მონაცემების გასაჯაროება ან მესამე პირზე გადაცემა FastCloud-ი ამ შემთხვევაში თავიდან იცილებს პასუხისმგებლობას ინფორმაციის დაკარგვაზე.

 

4.2. თუ თქვენ ბოროტად იყენებთ სერვერის რესურსებს 2.1 პუნქტის მიხედვით ჩვენ უფლებას ვიტოვებთ დაუყოვნებლივ გავაუქმოთ თქვენი ანგარიში.

 

4.3. მომხმარებელს ეზღუდება CPU,RAM რესურსების ლიმიტების გადაჭარბება გარკვეული პაკეტების მიხედვით. თუ მომხმარებელის მხრიდან ხდება მინიჭებული ლიმიტების პიკური გამოყენება ამ შემთხვევაში ჩვენის მხრიდან მოხდება მათთან დაკავშირება და ზედა პაკეტების შეთავაზება. თუ ვერ მოხერხდება ურთიერთშეთანხმება FastCloud-სა და მომხმარებელს შორის მაშინ FastCloud-ი იხსნის პასუხისმგებლობას მომხმარებლის ანგარიშზე არსებული სერვისების გამართულად მუშაობაზე. მომხმარებელს აქვს საშუალება მონიტორინგი გაუწიოს მისივე რესურსებს ჩვენი მართვის პანელებიდან და დარწმუნდეს ჩვენი შეთავაზების აუცილებლობაში.

 

5. არხის გამტარობის (Bandwidth) გამოყენება

 

5.1. არცერთი მომხმარებელი არ არის შეზრუდული არხის გამტარობის გამოყენებაზე მაგრამ თუ კონკრეტული მომხმარებლები shared ჰოსტინგზე პრობლემას უქმნიან სხვა მომხმარებლებს ამ შემთხვევაში მოხდება მისი ანგარიშის შეჩერება და მასზე VPS ან გამოყოფილი სერვერის შეთავაზება. წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება აღნიშნული მომხმარებლის ანგარიშის გაუქმება.

 

6. რესელერ მომხმარებლის პასუხისმგებლობა

 

6.1. რესელერები პასუხისმგებელნი არიან მხარდაჭერა გაუწიონ თავიანთ მომხმარებლებს. ყველა მომართვა რესელერის ქვემომხმარებლიდან უგულვებელყოფილი ან გადამისამართებული იქნება პირდაპირ რესელერზე.

 

7. Backups

 

7.1. FastCloud აწარმოებს ყველა მომხმარებლის ინფორმაციის სარეზერვო ასლების შენახვას დროის გარკვეული პერიოდის განმავლობაში. სარეზერვო ასლების აღება ხდება ყოველდღიურად/ყოველკვირეულად/ყოველთვიურად. ყველა სარეზერვო ასლი შენახური იქნება 6 თვის განმავლობაში (ეხება მხოლოდ shared ჰოსტინგს).

 

7.2. VPS სერვერების შემთხვევაში სარეზერვო ასლების აღება მოხდება ყოველდღიურად და ყოველკვირეულად და შენახულ იქნება მხოლოდ ბოლო 2 კვირის ასლი.

 

7.3. ყველა სარეზერვო ასლი შენახულ იქნება როგორც ლოკალურად იმავე დატაცენტრში ასევე სხვა დაშორებულ დატაცენტრში რაც გამორიცხავს ინფორმაციის დაკარგვას მაქსიმალურად.

 

7.4. მომხმარებელი თანახმაა იმაზე რომ FastCloud არ მოახდენს მისი აუდიო და ვიდეო ფაილების ყოველდღიურ რეზერვაციას. მითითებული ფაილები იგნორირებულ იქნება რეზერვაციის დროს.

 

7.5. FastCloud-ი იწყებს ყოველდღიური სარეზერვო ასლების აღებას 00:00 საათიდან.

 

8. უსაფრთხოება

 

8.1. მომხმარებელი პასუხისმგებელია თავისი ანგარიშის პარამეტრები შეინახოს საიმედოდ და არ გადასცეს ის სხვა პირებს.

 

8.2. თქვენი პაროლი უზრუნველყოფს დაშვებას თქვენს ანგარიშზე. თქვენ პასუხისმგებელი ხართ თქვენი პაროლის საიმედოობაზე. ასევე პასუხისმგებელი ხართ რომ თვეში ერთხელ ცვალოთ თქვენი პაროლები მიუხედავად მათი სირთულისა.

 

8.3. თქვენს მიერ 5-ჯერ არასწორად შეყვანილი პაროლის შემთხვევაში სისტემა ავტომატურად დაბლოკავს თქვენს IP მისამართს.

 

9. Uptime გარანტია

 

9.1. FastCloud უფლებას იტოვებს სერვერებზე პროფილაქტიკური სამუშაოების ჩასატარებლად მოახდინოს მათი გათიშვა წელიწადში 8 საათის განმავლობაში (99.9). ინფორმაცია აღნიშნული პროფილაქტიკურ სამუშაოებზე მომხმარებლებს გაეგზავნებათ 2 დღით ადრე თავიანთ საკონტაქტო მეილებზე.

 

10. გადახდა

 

10.1. არსებული მომხმარებელი ვალდებულია 3 დღის განმავლობაში მოახდინოს სერვისის საფასურის გადახდა მიწოდებული ინვოისის შესაბამისად. წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება მისი ანგარიშის შეჩერება გადახდამდე. გადაუხდელობის შემთხვევაში მოხდება ანგარიშის გაუქმება 2 კვირის შემდეგ გაფრთხილების გარეშე.

10.2. FastCloud-ი ვალდებულია მომხმარებელს მიაწოდოს მოთხოვნილი სერვისი თანხის ჩარიცხვიდნ არაუგვიანეს 1 სამუშაო დღისა.

10.3. მომხმარებელი ვალდებულია მისი გადახდის მონაცემები იყოს მუდმივად განახლებული.

10.4.  მხარეებს შორის ხელშეკრულება იდება 1 წლის ვადით და გრძელდება ავტომატურად შემდეგ წელს. 

10.5. 
ჩვენი მომსახურება არის ყოველდღიური და ინვოისიც არის თვის ჭრილში გარდამავალი, ამის გამო მომსახურებაზე ანგარიშ ფაქტურას მიიღებთ ინვოისის შესაბამისად.

10.6. 
იურიდიული პირების რეგისტრაციისას აუცილებელია კომპანიის დასახელების და საიდენტიფიკაციო კოდის მითითება შესაბამის ველებში.

 

11. წესების და პირობების შეცვლა მიწოდებული სერვისების შესახებ

 

11.1. FastCloud იტოვებს უფლებას შეცვალოს მომსახურების წესები და პირობები. ყველა მომხმარებელი ექვემდებარება საიტზე გამოქვეყნებულ წესებს და პირობებს.