შარედ ჰოსტინგის FTP ანგარიშში შესვლა Filezilla კლიენტით

როდესაც თქვენ გაგაჩნიათ ჩვენთან აქტიური ჰოსტინგ ანგარიში, შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი FTP კლიენტ აპლიკაცია რომ დაუკავშირდეთ სერვერს და ატვირთოთ/ჩამოტვირთოთ ანგარიშში განთავსებული ფაილები. ქვემოთ მოვიყვანთ ყველაზე ხშირად გამოყენებად FTP კლიენტ აპლიკაციის Filezilla-ს კონფიგურაციის მაგალითებს შარედ ჰოსტინგის სამი სხვადასხვა სამართავი პანელის (Cpanel,DirectAdmin,Plesk) შემთხვევაში.

Cpanel სამართავი პანელი

უპირველეს ყოვლისა თქვენ უნდა გაგაჩნდეთ აქტიური Cpanel ანგარიში რომლის პარამეტრებსაც მიიღებთ ელ ფოსტაზე შეკვეთის გაფორმებისას. ეს პარამეტრები (პაროლის გარდა) ასევე შეგიძლიათ იხილოთ სამართავ პანელში, FTP Accounts განყოფილებაში.




ვხედავთ რომ "Special FTP Accounts" -ში არის ჩვენი FTP ანგარიში რომელზეც ძირითადი Cpanel ანგარიშია მიბმული. ვაჭერთ ღილაკს "Configure FTP Client"





ამ ღილაკზე დაჭერის შემდგომ გამოვა Manual Settings პარამეტრები სადაც მითითებულია FTP კლიენტში გასაწერი პარამეტრები (პაროლის გარდა). აღნიშნულ პარამეტრებს ასევე თქვენ მიიღებთ ელ ფოსტაზე ჩვენთან ჰოსტინგ ანგარიშის შეძენისას.



ვწერთ აღნიშნულ პარამეტრებს FileZilla-ს კავშირის ველებში ქვემოთმოცემული სურათის შესაბამისად




სერვერთან პირველი კავშირის დამყარებისას ერთჯერადად უნდა დაეთანხმოთ Certificate-ს შეტყობინებას.




კავშირის სრულყოფილად დამყარების შემთხვევაში FileZilla კლიენტის მარჯვენა ფანჯარაში დავინახავთ ჩვენს ანგარიშში განთავსებულ ფაილებს.







DirectAdmin სამართავი პანელი

უპირველეს ყოვლისა თქვენ უნდა გაგაჩნდეთ აქტიური DirectAdmin ანგარიში რომლის პარამეტრებსაც მიიღებთ ელ ფოსტაზე შეკვეთის გაფორმებისას. ელ ფოსტაზე გამოგზავნილი ინფორმაცია დაახლოებით გამოიყურება როგორც ქვემოთ აშნიშნულ სურათზე მოცემული ინფორმაცია




ე.ი. აქ არის მოცემული ყველა საჭირო ინფორმაცია FTP კლიენტში გასაწერად და კავშირის დასამყარებლად.  ეს ინფორმაცია შეგვყავს შესაბამის ველებში და ვაჭერთ სურათზე მოცემულ ღილაკს "Quickconnect" ან უბრალოდ კლავიატურაზე "Enter" ღილაკს.




კავშირის დამყარებისას პირველ ცდაზე უნდა დავეთანხმოთ Certificate -ის ინფორმაციას (ამ შეტყობინებაზე დათანხმებით სერთიფიკატს ვხდით სანდოს FTP კლიენტისთვის)



FTP Host-ში შესაძლებელია ასევე ჩვენი საკუთარი დომენის გამოყენება როგორც ქვემოთ მოცემულ სურათზეა ნაჩვენები (თუ ის რათქმაუნდა იქნება იმ მომენტისათვის რეზოლვირებადი)



კავშირის წარმატებულად დამყარების შემთხვევაში FTP კლიენტის მარჯვენა ფანჯარაში დავინახავთ ჰოსტინგზე განთავსებულ ჩვენს ფაილებს.







Plesk სამართავი პანელი

უპირველეს ყოვლისა თქვენ უნდა გაგაჩნდეთ აქტიური Plesk ანგარიში რომლის პარამეტრებსაც მიიღებთ ელ ფოსტაზე შეკვეთის გაფორმებისას. ელ ფოსტაზე გამოგზავნილი ინფორმაცია დაახლოებით გამოიყურება როგორც ქვემოთ აშნიშნულ სურათზე მოცემული ინფორმაცია

 

ე.ი. აქ არის მოცემული ყველა საჭირო ინფორმაცია FTP კლიენტში გასაწერად და კავშირის დასამყარებლად.  ეს ინფორმაცია შეგვყავს შესაბამის ველებში და ვაჭერთ სურათზე მოცემულ ღილაკს "Quickconnect" ან უბრალოდ კლავიატურაზე "Enter" ღილაკს.



კავშირის დამყარებისას პირველ ცდაზე უნდა დავეთანხმოთ Certificate -ის ინფორმაციას (ამ შეტყობინებაზე დათანხმებით სერთიფიკატს ვხდით სანდოს FTP კლიენტისთვის)



კავშირის წარმატებულად დამყარების შემთხვევაში FTP კლიენტის მარჯვენა ფანჯარაში დავინახავთ ჰოსტინგზე განთავსებულ ჩვენს ფაილებს.





დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით.

იყო ეს პასუხი ღირებული?

 სტატიის ბეჭდვა

ასევე წაიკითხეთ