SSD ჰოსტინგი

კომპანიის შექმინს იდეა გაჩნდა საქართველოში SSD ჰოსტინგის არარსებობის გამო. მოგეხსენებათ რომ SSD ჰოსტინგი არის მოწინავე სიტყვა CLOUD ტექნოლოგიების განვითარებაში. არსებული უცხოური კომპანიები გვთავაზობენ შესაბამის მომსახურებას მაგრამ რადგან მათი დატაცენტრები გეოგრაფიულად საგრძნობლად დაშორებულია საქართველოდან ეს იწვევს ინფორმაციის მიწოდების დაყოვნებას ბოლო მომხმარებლამდე (მაგალითად: ქართული ქსელებიდან DIGITALOCEAN.COM-ის ვირტუალურ სერვერებამდე დაყოვნება შეადგენს 40-60 მილიწამს რაც იწვევს სერიოზულ დისკომფორტს გარკვეულ ასპექტებში).

ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური სერთიფიცირებული ქართველი და უცხოელი სპეციალისტებისაგან რომელთაც გააჩნიათ მრავალწლიანი გამოცდილება შესაბამის სფეროებში.

კომპანია გთავაზობთ სწრაფ, ხარისხიან და საიმედო WEB და VPS ჰოსტინგს რომლებიც განთავსებულია მაღალი წარმადობის SSD დისკებზე რომლებიც გვაძლევს 20 ჯერ უფრო მეტ ინფორმაციასთან წვდომის სისწრაფეს. ეს ნიშნავს, რომ ჩვეულებრივი ჰოსტინგის შემთხვევაში თუ საიტის ჩამოსატვირთად საჭიროა 4 დან 10 წამამდე, ჩვენს შემთხვევაში თქვენი დრო დაიზოგება საგრძნობლად. ასევე ზოგიერთი ინფორმაციულად დატვირთული საიტის მონაცემთა ბაზა ჩვეულებრივი HDD-ს შემთხვევაში საგრძნობლად ნელდება ტრანზაქციების რაოდენობის გამო დროის გარკვეულ შუალედში. SSD-ს შემთხვევაში ამ დროს ვღებულობთ ძალიან დიდ წარმადობას დროში (მაგალითად: ჩვეულებრივი HDD-ს შემთხვევაში შეგვიძლია მივაღწიოთ 120-180 ოპერაციამდე წამში ხოლო SSD-ს შემთხვევაში შეიძლება მიღწეულ იქნას 10000 -დან 30000-მდე ოპერაცია წამში).

ჩვენი სერვერები განთავსებულია ყველაზე საიმედო დატაცენტრებში საქართველოში და მიერთებულია ისეთ ქსელურ აპარატურასთან რომელიც არის დუბლირებული ყველა ასპექტში. ასევე სერვერის ყველა კომპონენტი არის დუბლირებული.

ნებისმიერი ინფორმაცია რომელიც განთავსებულია სერვერებზე რეზერვირდება სხვა დაშორებულ დატაცენტრში რაც გამორიცხავს ინფორმაციის დაკარგვას.

ჩვენ საშუალებას ვაძლევთ ჩვენს მომხმარებლებს მონიტორინგი გაუწიონ თავიანთ მანქანებზე არსებულ ნებისმიერ პროცესს. ასევე შეუძლიათ გააკეთონ სტატისტიკა დროის გარკვეული პერიოდისთვის და მოამზადონ კონკრეტული რეპორტი თავიანთი საქმიანობის გასაუმჯობესებლად.

 


Saturday, July 15, 2017

« უკან დაბრუნება

Powered by WHMCompleteSolution