რატომ უნდა გამოიყენოთ ღრუბელი თქვენი კორპორატიული ელ.ფოსტისთვის

დროა გაათავისუფლოთ ელფოსტის ძველი სერვერი, რომელიც თქვენი ოფისის მაგიდის ქვეშ დგას. თქვენი ბიზნესი კვლავ მუშაობს ლოკალურ ელფოსტის სერვერზე? თუ ასეა, შეიძლება, დროა, შეწყვიტოთ. ათი წლის წინ, ელ.ფოსტის სერვერი წარმოადგენდა ნებისმიერი კომპანიის IT სტრატეგიის ერთ-ერთი საყრდენს, რომლის საშუალებითაც თითოეული მომხმარებლისთვის ელ.ფოსტა ინტერნეტიდან შემოდიოდა და მიეწოდებოდა ის საფოსტო ყუთებს, და ამავდროულად, სხვადასხვა ბიზნესიდან გამოგზავნილი ელ.ფოსტები შემოდიოდა და მიეწოდებოდა მიმღებებს მსოფლიოს მასშტაბით. თუმცა, დღესდღეობით არსებობს უფრო გონივრული გზა აღნიშულთან გასამკლავებლად, ღრუბელზე დაფუძნებული ელ.ფოსტის სერვისების გამოყენებით შეგიძლიათ შეინახოთ და მართოთ თქვენი ფოსტა. თქვენი ლოკალური ელ.ფოსტის სერვერის გამოყენების ნაცვლად, თქვენ უფლებას აძლევთ Microsoft-ისა და Google-ის მსგავს პლატფორმებს თქვენ მაგივრად შეასრულოს ეს დავალება, რომელსაც ასრულებს კიდეც, თუ იყენებთ მათ Outlook.com-ს ან Gmail-ის ელფოსტის სერვისებს. Outlook-ის ან Gmail-ის მისამართის ქონის ნაცვლად, თქვენ  შეგიძლიათ გამოიყენოთ კომპანიის დომენის სახელი. თქვენ ჯერ კიდევ გაქვთ პროფესიონალური საკონტაქტო არხი, მაგრამ ჩვეულებრივ ელ.ფოსტასთან შედარებით ნაკლები უარყოფითი მხარეებით, და მთელი რიგი უპირატესობებით.

რატომ უნდა გადავინაცვლოთ ღრუბლოვან სერვისებზე?

არსებობს უამრავი საფუძვლიანი მიზეზი ღრუბელზე დაფუძნებულ ელ.ფოსტაზე გადასვლისთვის, მაგრამ მცირე ბიზნესების უმრავლესობის მთავარი მამოძრავებელი ფაქტორი იქნება შემდეგი:

  • დაბალი ფასები: ალბათ ფიქრობთ, ძველი სერვერი, რომელიც კუთხეში დგას, არაფერი გიჯდებათ, მაგრამ დაგჭირდებათ თანხა მისი შენარჩუნებისთვის და შეცვლისთვის, ასევე, პროგრამული უზრუნველყოფის განახლებებისთვის ან კლიენტური წვდომის ლიცენზიებისთვის, რომ აღარაფერი ვთქვათ ქსელის ინფრასტრუქტურაზე. ღრუბელზე დაფუძნებული ელექტრონული ფოსტით, აღნიშნული მიმდინარე ხარჯები და ახალ აპარატურაზე ნებისმიერი წინასწარი, კაპიტალური დანახარჯები შეიძლება შეიცვალოს პროგნოზირებადი, ოპერაციასთან დაკავშირებული ხარჯებით, თითო მომხმარებლისთვის მარტივი ყოველთვიური გადასახადით. მთლიანობაში, უმეტეს შემთხვევაში, ეს არის ის, რაც დაკავშირებულია ხარჯებთან.

  • გაუმჯობესებული საიმედოობა, ნაკლები სირთულე: ელფოსტის სერვერები, რბილად რომ ვთქვათ, ყოველთვის არ არის საიმედო. მათი ხარვეზი პირდაპირ აისახება პროდუქტიულობაზე. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ისინი სანდოა, ჯერ კიდევ ბევრი დროა საჭირო მართვისთვის, პაჩის დაყენებისთვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის, ხოლო მცირე ბიზნესის ქონის შემთხვევაში, როდესაც არ გყავთ მუდმივი IT პერსონალი, ძნელია გამონახოთ საჭირო დრო. ღრუბელზე დაფუძნებული ელექტრონული ფოსტის საშუალებით, ამ პრობლემების უმრავლესობა უბრალოდ ქრება. შესაძლოა, დაგჭირდეთ გარკვეული დრო და ძალისხმევა საფოსტო ყუთებისა და მომხმარებლების დამატებისთვის ან მართვისთვის, მაგრამ ვებ-ზე დაფუძნებული სამართავი პანელების წყალობით ეს ბევრად მარტივია, ვიდრე წარმოგიდგენიათ.

  • ხელმისაწვდომობა: ზოგადად რომ ვთქვათ, ელ.ფოსტის ფიზიკური სერვერები შექმნილია ელ.ფოსტის ერთ კლიენტთან ერთ პერსონალურ კომპიუტერზე და მეტი დავალებების შესრულება მოითხოვს გარკვეულ სამუშაოს. უფრო მეტიც, იქიდან გამომდინარე, რომ თითოეულ საფოსტო ყუთში ფოსტა ინახება სერვერზე ან გადაეცემა პერსონალური კომპიუტერის მომხმარებლებს, ის შესაძლოა ხელმისაწვდომი იყოს მხოლოდ მაშინ, როდესაც სერვერზე წვდომაა შესაძლებელი; აღნიშნული კი შეიძლება არ იყოს შესაძლებელი ყველგან ან ყოველთვის. ღრუბელზე დაფუძნებული ელ.ფოსტის სერვისები შექმნილია ფართო სპექტრის მოწყობილობებზე მუშაობისთვის. დესკტოპები, ლეპტოპები, ტაბლეტები და ტელეფონები ყველა ერთმანეთთან დაკავშირდება და შეგეძლებათ, ხშირად გამოიყენოთ თითქმის ნებისმიერი რამ, რაც ბრაუზერს წარმართავს ფოსტის ნახვისა და გაგზავნის მიზნით. მიუხედავად იმისა, რომ 100%-იანი მუშაობის დრო არ არის გარანტირებული, ღრუბლოვანი ელ.ფოსტის საუკეთესო სერვისები წარმოუდგენლად უახლოვდება მას.

  • უსაფრთხოება: იმ პირობით, რომ თქვენი მომხმარებლები დაიცავენ უსაფრთხოების ელემენტარულ წესებს, მოუვლიან საკუთარ მოწყობილობებსა და წვდომისთვის გამოიყენებენ ძლიერ პაროლებს, ღრუბელზე დაფუძნებული ელ.ფოსტის სერვისების დაცულობა შთამბეჭდავია. სინამდვილეში, უნდა აღინიშნოს, რომ Microsoft-ის ან Google-ის სერვერებს აქვთ უკეთესი ფიზიკური უსაფრთხოება, მუშაობს უფრო დაცულ ქსელებზე და უფრო ხშირად ახლდება, ვიდრე ფოსტის სერვერები, რომლებსაც შეხვდებით უმეტეს კორპორატიულ გარემოში, რომ აღარაფერი ვთქვათ მცირე ბიზნესში. თქვენ და მათ შორის გადაგზავნის დროს დაშიფრული მონაცემებისთვის უფრო უსაფრთხო ელფოსტას ვერც კი წარმოიდგენდით.

  • მონაცემთა რეზერვირება და სარეზერვო IT ინფრასტრუქტურის აღდგენა: უმეტეს ჩვენგანს გვქონია შემთხვევა, როდესაც არ გვინდოდა გარკვეული ელ.ფოსტს წაშლა და სანაგვე კალათაში გადაგზავნა, ხოლო ელ.ფოსტის წაშლა ტექნიკური გაუმართაობის, ხანძრის, წყალდიდობის ან ქურდობის გამო შეიძლება დამღუპველი იყოს. ღრუბელზე დაფუძნებული სათანადო სერვისით, თქვენი საფოსტო ყუთების სარეზერვო ასლები შეიქმნება მრავალ ფიზიკურ სერვერზე და ლოკაციებზე, მაშინ როცა წაშლილი ელ.ფოსტაც კი არ ქრება სერვერებიდან მყისიერად. შეუთავსეთ ეს ღრუბელზე დაფუძნებული სერვისების ხელმისაწვდომობას და თქვენ ელ.ფოსტასთან დაკავშირებული პრობლემა აღარ იქცევა თქვენი ბიზნესის უფრო დიდ პრობლემად.

  • მასშტაბურობა: თქვენი კომპანიის ზრდასთან ერთად შიდა ელ.ფოსტის სერვერების მასშტაბურობის ზრდაც შესაძლებელია, იმ პირობით, რომ თქვენ განავითარეთ ისინი ამისთვის. თუ ეს ასე არ არის, ან თუ მისი ფუნქციები ლიმიტირებულია, თქვენ შეიძლება დაფიქრდეთ ძვირადღირებულ ახალ ინვესტიციებზე. თუმცა, ღრუბელზე დაფუძნებული სერვისებით, თქვენი ელ.ფოსტის მიწოდების გაფართოვება შესაძლებელია კომპანიის ზრდასთან ერთად; საკმარისია მხოლოდ სხვა მომხმარებლის დამატება. ბიზნესი გაფართოვება პოზიტიური ამბავია, მაშინაც კი, როდესაც მას მოქნილობა სჭირდება. იმ შემთხვევაში, თუ პერსონალს დროებით აიყვანთ ან მოგვიანებით შემცირება დაგჭირდებათ, გადაიხდით მხოლოდ იმის შესაბამისად, რასაც იყენებთ.

რატომ Office 365?

Microsoft არ წარმოადგენს ერთადერთ ცნობილ ბრენდს ღრუბელზე დაფუძნებულ ელ.ფოსტის სერვისებს შორის, მაგრამ ის, სავარაუდოდ, საუკეთესოა. Office 365 თითო მომხმარებლისთვის უზრუნველყოფს ბაზარზე წამყვანი 50GB-იან ელ.ფოსტის, კალენდრისა და კონტაქტების მეხსიერების საცავს, ფასებით - ერთ მომხმარებელზე თვეში 3,10-დან. თქვენ შეგიძლიათ მოახდინოთ კონფიგურაცია, რათა მომართოთ თქვენი საკუთარი დომენის სახელით, ხოლო Microsoft-ის ვებ-ზე დაფუძნებული სამართავი პანელები აადვილებს მომხმარებლების დამატებას, საფოსტო ყუთების მართვასა და თქვენი კომპანიის ელ.ფოსტის დაკვირვებით მეთვალყურეობას. გარდა იმისა, რომ Office 365 ბრწყინვალედ მუშაობს Windows 10 პერსონალურ კომპიუტერებზე, ლეპტოპებზე, პლანშეტებსა და Windows 10 მობილურ ტელეფონებზე, ის, ასევე, იდეალურად თავსებადია Mac OS პერსონალურ კომპიუტერებთან, iPhone-ებთან, iPad-ებთან და Android-ის მობილურ მოწყობილობებთან - კონფიგურაციის საჭიროების გარეშე.
თუმცა, Office 365-ის გამოყენების საუკეთესო ასპექტი ისაა, რომ თქვენ ინვესტიციას დებთ შესანიშნავი ღირებულების მქონე ყოვლისმომცველ პაკეტში. ონლაინ ან სრული დესკტოპის Office აპების არჩევით, 1 ტბ OneDrive ღრუბლოვანი მეხსიერების საცავითა და Skype for Business-ისა და Yammer-ის საკომუნიკაციო ინსტრუმენტების საშუალებით შეგიძლიათ დაიწყოთ ელ.ფოსტით და თანდათან გადახვიდეთ IT-ის ღრუბელზე დაფუძნებულ მიდგომაზე. Office 365-ზე გადასვლამ შეიძლება შეცვალოს, თუ როგორ უმკლავდებით თქვენს ელ.ფოსტას, მაგრამ ეს თქვენი ბიზნესის გარდაქმნის შესაძლებლობის მხოლოდ დასაწყისია.
 


NS

Cpanel

ns1.fastcloud.ge

ns2.fastcloud.ge

ns3.fastcloud.ge

DairectAdmin

ns33.fastcloud.ge

ns44.fastcloud.ge

Plesk

ns55.fastcloud.ge

ns66.fastcloud.ge