ჰოსტინგის ტიპები და განმარტებები
ზოგადი განმარტებით ვებ ჰოსტინგი არის სერვისი, რომელიც საშუალებას აძლევს ვებგვერდებს ან აპლიკაციებს, იყვნენ ხელმისაწვდომნი ინტერნეტში. როდესაც თქვენ ქმნით ვებგვერდს, საჭიროა სივრცე, სადაც თქვენი ფაილები და მონაცემები იქნება შენახული და ხელმისაწვდომი გახდება სხვა ადამიანებისთვის ინტერნეტის საშუალებით. ეს "მოსახერხებელი ადგილი" არის ჰოსტინგი.
სერვისები, რომლებიც ამ ფუნქციას უზრუნველყოფენ, ცნობილია როგორც ვებ ჰოსტინგ პროვაიდერები რომელთა რიგებსაც მივეკუთნებით ჩვენც კომპანია FastCloud-ი. FastCloud-ი უზრუნველყოფს სერვერებს, სადაც შენახული არის თქვენი ვებგვერდი (ფაილები, მონაცემთა ბაზები..) და უზრუნველყოფას ვუწევთ მათ ინტერნეტთან მუდმივ კავშირს, რათა მომხმარებლებმა/ვიზიტორებმა შეძლონ თქვენი საიტის დათვალიერება 24/7/365-ზე.
როგორც სხვა ჰოსტინგ პროვაიდერები, ასევე ჩვენც გთავაზობთ სხვადასხვა ტიპის ვებ ჰოსტინგს:
Shared Hosting(საზიარო ჰოსტინგი) – უამრავი მომხმარებელი იყენებს ერთ და იმავე სერვერს. ჩვენთან შეგიძლიათ ისარგებლოთ ორივე ტიპის ჰოსტინგ მომსახურებით, Windows და Linux ჰოსტინგები რომელთა სამართავი პანელები(Cpanel, Plesk, DairectAdmin) განსხვავდებიან სხვადასხვა ფუნქციანალებით და პროგრამირების პლატფორმებით. მათი ზუსტი შედარებები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://fastcloud.ge/index.php?m=fastcloud_blog&id=3
VPS ჰოსტინგი(Virtual Private Server)-ის შემთხვევაში თითოეულ მომხმარებელს გამოყოფილი აქვს საკუთარი სტატიკური კომპიუტერული რესურსი(CPU, RAM, Disk, დამოუკიდებელი-IP მისამართი). რომელიც იმართება მომხმარებლის სურვილისამებრ SSH პროტოკოლით.
Dedicated Hosting(გაყოფილი სერვერი)– თქვენ გაქვთ მთლიანი სერვერი, რომელიც მხოლოდ თქვენი სერვისებისთვისაა განკუთვნილი.
Cloud Hosting – მონაცემები ინახება რამდენიმე სერვერზე, რაც უფრო მოქნილ და სტაბილურ სერვისს უზრუნველყოფს.
ჩვენი კომპანია გთავაზობთ სხვადასხვა ტიპის სერვისებს, როგორიცაა დომენის სახელის რეგისტრაცია(როგრც .ge ზონა ასევე სხვა საერთაშორისო TLD ზონები), SSL სერტიფიკატები, ყოველდღიური სარეზერვო მონაცემების ასლები (BACKUP) და Administrator-ის მომსახურებას როგორც ერთჯერადად ასევე თქვენთვის სასურველი დროის პერიოდით https://fastcloud.ge/store/administratoris-momsaxureba .