რა განსხვავებაა Shared, VPS და Dedicated ჰოსტინგს შორის?
ძირითადი განსხვავებები და არჩევანის კრიტერიუმები
1. შარედ ჰოსტინგი (Shared Hosting)
უპირატესობა: იდეალურია მათთვის, ვინც დამწყებია აქვს მცირე ტრაფიკი და სურს მხოლოდ ვებ გვერდის განთავსება, მართვა ხდება სერვერზე ინტეგრირებული რომელიმე სამართავი პანელის შაშუალებით (Cpanel, Plesk, DairectAdmin).
არ საჭიროებს ტექნიკურ ცოდნას.
ნაკლოვანება: ამვე სერვერზე განთავსებულია სხვა მსგავსი საიტები აქედან გამომდინარე სხვა მომხმარებლებმა შეიძლება დატვირთონ სერვერი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს საიტის შეფერხებით მუშაობა.
2. VPS (Virtual Private Server)
უპირატესობა: საუკეთესო ბალანსი ფასსა და წარმადობას შორის. თქვენ გაქვთ გარანტირებული რესურსები და Root წვდომა (ანუ, შეგიძლიათ დააყენოთ ნებისმიერი პროგრამული უზრუნველყოფა), ირჩევთ სასურველ ოპერაციულ (OS) სისტემას რომლის გამართვაშიც კომპანია FastCloud-ის ტექნიკური ჯგუფი გეხმარებათ საწყის ეტაპზე ასევე უზრუნველყოფთ სარეზერვო (Backup) ასლების შენახვას
ნაკლოვანება: მოითხოვს საბაზისო ტექნიკურ ცოდნას სერვერის მართვისთვის (თუ არ ყიდულობთ "მართულ" VPS-ს).
3. გამოყოფილი სერვერი (Dedicated Server)
უპირატესობა: უზრუნველყოფს მაქსიმალურ კონტროლს, წარმადობას და მოქნილობას. ეს არის თქვენი პირადი კომპიუტერი ჩვენს სივრცეში.
ნაკლოვანება: ყოველთვიური იჯარა შედარებით მაღალი
შერჩევის მეთოდები:
თუ თქვენი ბიუჯეტი შეზღუდულია და თქვენი საიტი ახლახან გაეშვა, აირჩიეთ შარედ ჰოსტინგი.
თუ თქვენი ბიზნესი ან საიტი იზრდება, ტრაფიკი სტაბილურად მაღალია, ან გჭირდებათ პროგრამული უზრუნველყოფის სპეციალური კონფიგურაცია, აირჩიეთ VPS.
თუ თქვენი პროექტი მოითხოვს უმაღლეს წარმადობას, უსაფრთხოებას და გაქვთ ბევრი ტრაფიკი (მაგალითად, 100,000-ზე მეტი ვიზიტორი დღეში), აირჩიეთ გამოყოფილი სერვერი.