კარიერა
კომპანია Fastcloud აცხადებს ვაკანსიას "მომხმარებელთა ჰოსტინგ მომსახურების ტექნიკური დახმარების" თანამდებობაზე. ზოგადი აღწერილობა: მომხმარებლისთვის ჰოსტინგ მომსახურების ტექნიკური დახმარების გაწევა, ინფორმირება კომპანიის პროდუქტებისა და მომსახურების შესახებ, მათთვის კონსულტაციის გაწევა პროდუქტების და მომსახურების პირობებზე, ვადებზე, ტარიფებზე და სხვა, პროდუქტების შეთავაზება და მომხმარებლისთვის მაღალი სტანდარტის მომსახურების გაწევა.
ძირითადი ფუნქციები:
აბონენტის მიერ შეტყობინებული პრობლემის დიაგნოსტიკა და გადაჭრა;
პრობლემის გადამისამართება შესაბამის განყოფილებაში;
მომხმარებლის ინფორმირება ტექნიკური ხარვეზის აღმოფხვრის ვადებზე.
უნარ-ჩვევები:
პროფესიული დონის უნარები ინფორმაციულ-კომპიუტერულ ტექნოლოგიებში;
ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
სწრაფი რეაგირების უნარი;
პრობლემების აღმოჩენისა და ანალიზის უნარი;
დეტალური ინსტრუქციის შესრულების უნარი.
სხვა მოთხოვნები:
ამ სფეროში 1-დან 2 წლამდე მუშაობის გამოცდილება.
კანდიდატთა შერჩევა:
კანდიდატები გაივლიან შერჩევის ორ ეტაპს:
კანდიდატთა შერჩევა რეზიუმეების ფორმის საფუძველზე;
გასაუბრება
გთხოვთ, გამოგზავნოთ CV მისამართზე: hr@Fastcloud.ge "Subject"-ში აუცილებელია მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება, რომელზეც აგზავნით მონაცემებს.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი.
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი - პარასკევი 10:00-19:00 (შესვენება 13:00 დან 14:30 მდე)
Fastcloud გისურვებთ წარმატებებს.