თანხის დაბრუნების პოლიტიკა


1. დამკვეთს, რომელსაც თანხა ავანსად (რამოდენმე თვის წინასწარ) აქვს ჩარიცხული საბანკო ანგარიშიდან (საქარველოში რეგისტრირებული რომელიმე ქართული ბანკის ანგარიშიდან) და მომსახურების ვადის ამოწურვამდე  სურს სერვისის (მომსახურების) შეწყვეტა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი ქვემოთჩამოთვლილი გარემოებები:

1.1. თანხის დაბრუნება განხორციელდება იმავე ანგარიშზე სხვაობა (მომსახურების დღეები, ბეგარა, საბანკო გადარიცხვის საკომისიო) დაკლებული რომელიც დაანგარიშდება მომსახურების შეწყვეტის დღის მონაცემებით.

1.2. საბანკო ანგარიშიდან გადმორიცხული თანხის უკან დასაბრუნებლად აუცილებელია გადამხდელის იდენტიფიცირება, მომხმარებელმა, რომლის სახელზეცაა სერვისი რეგისტრირებული, უნდა მოგვაწოდოს ხელშეკრულებაში ან საიტზე მითითებულ ელ.ფოსტაზე, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა დასკანერებული სახით და მის საკუთრებაშ არსებული ანგარიშის ნომერი(აუცილებელია ამავე კლიენტს ეკუთნოდეს ანგარიშის ნომერი რომლითაც მოახდინა მომსახურების შეძენა, თანხის ჩარიცხვა.).

2. დამკვეთს, რომელსაც თანხა ავანსად(რამოდენმე თვის წინასწარ) აქვს ჩარიცხული საბარათე ანგარიშსწორებით(VISA/ Mastercard) და გარკვეული პერიოდის შემდეგ სერვისის შეწყვეტას მოისურვებენ თანხა დაუბრუნდებათ:

2.1. თანხის დაბრუნება განხორციელდება იმავე ანგარიშზე სხვაობა(მომსახურების დღეები, ბეგარა, საბანკო გადარიცხვის საკომისიო) დაკლებული რომელიც დაანგარიშდება მომსახურების შეწყვეტის დღის მონაცემებით.

2.2. საბანკო ანგარიშიდან გადმორიცხული თანხის უკან დასაბრუნებლად აუცილებელია გადამხდელის იდენტიფიცირება, მომხმარებელმა, რომლის სახელზეცაა სერვისი რეგისტრირებული, უნდა მოგვაწოდოს  ხელშეკრულებაში ან საიტზე მითითებულ ელ.ფოსტაზე, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა დასკანერებული სახით და მის საკუთრებაში არსებული ანგარიშის ნომერი(აუცილებელია ამავე კლიენტს ეკუთნოდეს ანგარიშის ნომერი რომლითაც მოახდინა მომსახურების შეძენა, თანხის ჩარიცხვა) და VISA/ Mastercard ბარათის პირველი და ბოლო 4 ციფრი რომლითაც განახორციელა გადახდა.

3. დამკვეთს, რომელსაც თანხა ავანსად(რამოდენმე თვის წინასწარ) აქვს ჩარიცხული საბანკო ანგარიშიდან რომელიც არაა რეგისტრირებული საქართველოში(არარეზიდენტი ბანკის ანგარიშიდან) და გარკვეული პერიოდის შემდეგ სერვისის შეწყვეტას მოისურვებს, თანხა დაუბრუნდება მისი წარმომადგენლის ან საკუთარი ქართული ანგარიშის ნომერზე.

3.1. უცხოურ ანგარიშებზე(არარეზიდენტი ბანკის ანგარიშზე) თანხის დაბრუნება დაუშვებელია.

3.2. აუცილებელია(იდენთიფიცირებისთვის) კლიენტმა (რომლის სახელზეცაა სერვისი რეგისტრირებული) მოგავწოდოს დასკანერებული სახით: პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ასევე ქართული ანგარიშის ნომერი რომელიც მას უნდა ეკუთნოდეს.

3.2.1. თუ კლიენტი არ ფლობს ქართულ ანგარიშს რომელიმე ქართულ ბანკში და სურს მის მიერ ჩამორიცხული თანხა დაუბრუნდეს მისი ნდობით აღჭურვილი პირის ანგარიშზე, აუცილებელია მოგვწეროს ამის თაობაზე საკონტაქტო მეილიდან და მოგაწოდოს მესამე პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ასევე ქართული საბანკო ანგარიშის ნომერი.

4. პირი რომელიც დაარღვევეს "წესები და პირბები"-ის ( https://fastcloud.ge/index.php?m=fastcloud_page&id=3 ) რომელიმე ქვეპუნქტს, რომლის მიზეზითაც მოხდება ჰოსტინგის მიწოდების შეწყვეტა, ჩამორიცხული თანხა უკან არ დაუბრუნდება! 


5. თანხის უკან დაბრუნების პროცედურების პერიოდია, ოფიციალური მეილით დოკუმენტაციის მიღებიდან და სერვისის გაუქმებიდან 5 - 7 სამუშაო დღე.


NS

Cpanel

ns1.fastcloud.ge

ns2.fastcloud.ge

ns3.fastcloud.ge

DairectAdmin

ns33.fastcloud.ge

ns44.fastcloud.ge

Plesk

ns55.fastcloud.ge

ns66.fastcloud.ge