კონფიდენციალურობა
თქვენი პირადი ინფორმაციის უსაფრთხო შენახვა წარმოადგენს ჩვენს უმთავრეს მიზანს.
ჩვენ ვაცნობიერებთ და პატივს ვცემთ თქვენი კონფიდენციალურობის უფლებას. ჩვენი უმთავრესი მიზანია დავიცვათ მომხმარებლის ყველა პირადული ინფორმაცია. მისი გაცემა იკრძალება სხვა მესამე პირზე, თუ იგი არ წარმოადგენს საკანონმდებლო ორგანოთა დაინტერესების საგანს.
ყველა სახის პირადული ინფორმაცია გადაიცემა Secure Socket (SSL 256 bit encryption Standard)-ის მეშვეობით და ინახება საიმედო ადგილას, რომელიც მკაცრად კონტროლდება და საიმედოდაა დაცული.
თუ გაგაჩნიათ რაიმე სახის შეკითხვა ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან დაკავშირებით, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: support@Fastcloud.ge
უსაფრთხოება
Fastcloud-ი ძალიან დიდ დროს უთმობს მომხმარებელთა უსაფრთხოებას, ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ არ დავზოგოთ დრო და ენერგია, რათა მომხმარებელმა უსაფრთხოდ იგრძნონ თავი ჩვენი სერვისების გამოყენებით.
ანგარიშის უსაფრთხოება
ყველა ანგარიში ხელმისაწყდომია ერთადერთი მომხმარებლის სახელით და პაროლით. თითოეული მოთამაშე უნდა ზრუნავდეს საკუთარი ანგარიშის უსაფრთხოებაზე (საიდუმლოდ შეინახოს პაროლი და მომხმარებლის სახელი). პაროლის დავიწყების ან დაკარგვის შემთხვევაში, შესაძლებელია მისი ახლით ჩანაცვლება.
თითოეულ მომხმარებელს Fastcloud-ზე შეუძლია ქონდეს მხოლოდ ერთი ანგარიში. რეგისტრაციისთვის აუცილებელია სრული სახელი და გვარი, მისამართი, საკონტაქტო ინფორმაცია და პირადი ნომერი.
Fastcloud-ი მომხმარებელს სთავაზობს უსაფრთხოების უმაღლეს ზომებს. უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემის შემთხვევაში დაგვიკავშირდით, რათა სწრაფად მოვახდინოთ რეაგირება და პრობლემის აღმოფხვრა.
ნებისმიერი პირადი ინფორმაცია Fastcloud-ის სერვერებიდან მომხმარებლის კომპიუტერს 256-bit-იანი შიფრით და Secure Socket Link-ით (SSL) გადაეცემა.
რჩევები უსაფრთხოებაზე
უსაფრთხოება უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენთვის. სწორედ ამიტომ გვინდა გაგაცნოთ უსაფრთხოების ნორმები, რათა მოგეცეთ მშვიდად და ხარვეზების გარეშე თამაშისა და გართობის საშუალება.
სისტემაში შესვლა სცადეთ ჩვენი ვებ გვერდის მეშვეობით და არა სხვა რომელიმე გვერდიდან, რომელიც ამის საშუალებას მოგცემთ.
გადაამოწმეთ! თქვენი ბრაუზერის მისამართების ველში უნდა ეწეროს: https://www.Fastcloud.ge და მხოლოდ ამის შემდეგ შეიყვანეთ პირადი მონაცემები.
მყარი, სტაბილური და უსაფრთხო სისტემა
სისტემის უნიკალურობიდან გამომდინარე, მისი გატეხვა ან რაიმე სახით დაზიანება ფაქტობრივად შეუძლებელია. ასევე ყველა მომხმარებლის პირადი ინფორმაცია არის სრულად დაცული. ჩვენ უზრუნველვყოფთ მკაცრ კონფიდენციალურობას.