რა არის ღრუბლოვანი სერვისი (Cloud Service)?
ტერმინი „ღრუბლოვანი სერვისები“ გულისხმობს მომსახურებების ფართო სპექტრს, რომლებიც მოთხოვნის მიხედვით მიეწოდება კომპანიებსა და მომხმარებლებს ინტერნეტის საშუალებით. აღნიშნული სერვისები შექმნილია იმისთვის, რომ უზრუნველყოს აპლიკაციებსა და რესურსებზე მარტივი წვდომა ხელმისაწვდომ ფასებში, შიდა ინფრასტრუქტურის ან აპარატურული უზრუნველყოფის გარეშე. ელფოსტის შემოწმებიდან დაწყებული დოკუმენტების გაზიარების ჩათვლით, თანამშრომლების უმეტესობა იყენებს ღრუბლოვან სერვისებს სრული სამუშაო დღის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, იციან თუ არა ამის შესახებ. ღრუბლოვანი სერვისები სრულად იმართება ღრუბლოვანი გამოთვლის მომწოდებლისა და მომსახურების პროვაიდერების მიერ. ისინი ხელმისაწვდომია მომხმარებლებისთვის პროვაიდერების სერვერებიდან, ამიტომ არ არის საჭირო, რომ კომპანიამ განათავსოს აპლიკაციები საკუთარ ფიზიკურ სერვერებზე.
რა სახის ღრუბლოვანი სერვისები არსებობს?
ზოგადად, არსებობს ღრუბლოვანი სერვისების სამი ძირითადი ტიპი:
პროგრამული უზრუნველყოფა, როგორც სერვისი (SaaS)
ღრუბლოვანი სერვისის ყველაზე ფართოდ აღიარებული ტიპი ცნობილია, როგორც „პროგრამული უზრუნველყოფა, როგორც სერვისი“, ან SaaS. ეს ფართო კატეგორია მოიცავს მრავალფეროვან მომსახურებას, როგორიცაა ფაილების შენახვა და მონაცემთა რეზერვირება, ვებზე დაფუძნებული ელფოსტა და პროექტის მართვის ინსტრუმენტები. SaaS ღრუბლოვანი სერვისის პროვაიდერების მაგალითებია Dropbox, G Suite, Microsoft Office 365, Slack და Citrix Content Collaboration. თითოეულ აღნიშნულ აპლიკაციაში მომხმარებლებს შეუძლიათ მიიღონ წვდომა, გააზიარონ, შეინახონ და დაიცვან ინფორმაცია „ღრუბელში“ (“the cloud”).
ინფრასტრუქტურა, როგორც სერვისი (IaaS)
„ინფრასტრუქტურა, როგორც სერვისი,“ ან IaaS, უზრუნველყოფს ინფრასტრუქტურას, რომელიც SaaS ინსტრუმენტების მართვისთვის ღრუბლოვანი სერვისის ბევრ პროვაიდერს სჭირდება, მაგრამ არ საჭიროებს ტექნიკურ მომსახურებას. ის მუშაობს, როგორც მონაცემთა დამუშავებისა და შენახვის ცენტრის სრული ჩარჩო, რაც გამორიცხავს დიდი რესურსის, საიტზე ინსტალაციის საჭიროებებს. IaaS-ის მაგალითებია Amazon Web Services (AWS), Microsoft Azure და Google Compute Platform. აღნიშნული პროვაიდერები გვთავაზობენ მეხსიერების საცავის ბევრნაირ სერვისს და ქსელის აპარატურას, ასევე შეიძლება შემოგთავაზოთ დატვირთვის ბალანსირების მექანიზმები, Firewall გადაწყვეტილებები და სხვა. ცნობილი SaaS პროვაიდერის უმეტესობა მუშაობს IaaS პლატფორმებზე.
პლატფორმა როგორც სერვისი (PaaS)
ღრუბლოვანი სერვისის მოდელი, რომელიც ცნობილია, როგორც „პლატფორმა როგორც სერვისი“, ან PaaS, მუშაობს ვებზე დაფუძნებულ გარემოს სახით, რომელშიც დეველოპერებს შეუძლიათ შექმნან ღრუბლოვანი აპლიკაციები. PaaS უზრუნველყოფს მონაცემთა ბაზას, ოპერაციულ სისტემასა და პროგრამირების ენას, რომელიც ორგანიზაციებს შეუძლიათ გამოიყენონ ღრუბელზე დაფუძნებული პროგრამული უზრუნველყოფის შესამუშავებლად, ბაზისური ელემენტების შენარჩუნების გარეშე.
ბევრი IaaS მომწოდებელი, მათ შორის ზემოთ ჩამოთვლილი მაგალითები, ასევე გთავაზობთ PaaS შესაძლებლობებს.
რა არის ღრუბლოვანი სერვისების დადებითი მხარეები?
ღრუბლოვანი სერვისების გამოყენების ძირითადი უპირატესობებია:
მასშტაბურობის შეფასების შესაძლებლობა
იქიდან გამომდინარე, რომ ღრუბლოვანი სერვისის პროვაიდერი აწვდის ყველა საჭირო ინფრასტრუქტურასა და პროგრამულ უზრუნველყოფას, არ არის საჭირო, კომპანიამ განახორციელოს ინვესტიცია საკუთარ რესურსებში ან გამოყოს დამატებითი IT პერსონალი სერვისის სამართავად. ეს, თავის მხრივ, უადვილებს ბიზნესს გადაწყვეტილების მასშტაბურობის შეფასებას, მომხმარებლის მოთხოვნილებების ცვლასთან ერთად - იქნება ეს მზარდი სამუშაო ძალის ოფისში განსათავსებლად ლიცენზიების რაოდენობის გაზრდა, თუ თავად აპლიკაციების გაფართოება და გაძლიერება.
შემცირებული ხარჯები
ღრუბლოვანი სერვისის უმეტესობა უზრუნველყოფილია ყოველთვიურ ან წლიურ გამოწერის შესაბამისად, რაც გამორიცხავს პროგრამული უზრუნველყოფის ადგილობრივად (ფიზიკურად) ლიცენზიებისთვის გადახდის აუცილებლობას. ეს საშუალებას აძლევს ორგანიზაციებს ძირითად ინფრასტრუქტურაში ინვესტიციის გარეშე მიიღონ წვდომა პროგრამულ უზრუნველყოფაზე, მეხსიერების მოცულობასა და სხვა სერვისებზე, ან გაუმკლავდნენ ტექნიკურ მომსახურებასა და განახლებებს.
მეტი მოქნილობა
ღრუბლოვანი სერვისების საშუალებით, კომპანიებს შეუძლიათ შეიძინონ სერვისები მოთხოვნის შესაბამისად, საჭიროებისამებრ. იმ შემთხვევაში, თუ აღარ არის საჭირო კონკრეტული აპლიკაცია ან პლატფორმა, ბიზნესს შეუძლია უბრალოდ გააუქმოს გამოწერა ან დახუროს სერვისი.
როგორია ღრუბლოვანი სერვისების მომავალი?
ღრუბლოვანი სერვისების ხელმისაწვდომობის მზარდ გაფართოებასთან ერთად, ასევე გაიზრდება მათი აპლიკაციების მოხმარება კორპორატიულ სამყაროში. მიუხედავად იმისა, კომპანია გადაწყვეტს, გააფართოვოს თუ არა არსებული ადგილობრივი (ფიზიკური) პროგრამული უზრუნველყოფის განლაგება ან გადაინაცვლოს თუ არა 100%-ით ღრუბელზე, აღნიშნული სერვისები გაამარტივებს იმას, თუ როგორ აწვდიან ორგანიზაციები მისიისთვის კრიტიკული მნიშვნელობის აპებსა და მონაცემებს სამუშაო ძალას. აპლიკაციის მიწოდებიდან დაწყებული დესკტოპის ვირტუალიზაციის გადაწყვეტილებებამდე და მათ შორის არსებული სხვადასხვა ვარიანტების ფართო სპექტრის ჩათვლით, ღრუბლოვანი სერვისები ცვლის ადამიანების მუშაობისა და ბიზნესის მუშაობის გზებს.