cPanel-ის, Plesk-ისა და DirectAdmin-ის შედარება

არ აქვს მნიშვნელობა, ჰოსტინგის სამართავ პანელს უბრალოდ საზიარო ჰოსტინგისთვის ეძებთ, თუ VPS-ისთვის ან დაყოფილი სერვერისთვის, დიდი ალბათობაა, რომ განიხილავათ სამი ძირითადი ვარიანტიდან ერთ-ერთს: cPanel-ს, Directadmin-ს ან Plesk-ს.
სამართავი პანელი საშუალებას მოგცემთ, მართოთ თქვენი სერვერის თითოეული კომპონენტი ბრძანების სტრიქონის ან რაიმე სხვა დამხმარე პროგრამების გამოყენების გარეშე. თქვენ შეძლებთ დაამატოთ და წაშალოთ ახალი მომხმარებლები, მონაცემთა ბაზები, ნახოთ თქვენი სერვერის შეცდომების ჟურნალი, დააყენოთ პოპულარული პროგრამული უზრუნველყოფა, მოახდინოთ ელ.ფოსტის კონფიგურაცია და განახორციელოთ ასობით სხვა ყოველდღიური ტექნიკური მომსახურება სერვერზე, მონაცემების რეზერვირებისა და აღდგენის ჩათვლით. დღესდღეობით ვებ-სერვერის სამართავი პანელით იმდენი რამის გაკეთება შეგიძლიათ, რომ თითქმის წარმოუდგენელია მის გარეშე მუშაობა - მიუხედავად იმისა, რომ ეს ტექნიკურად შესაძლებელია.
სამართავი პანელის არჩევისას, ერთ-ერთი მთავარი სირთულე მდგომარეობს იმაში, რომ მათ შორის მიგრაცია რთულია. იმისათვის, რომ თავიდან აირიდოთ სამომავლო პრობლემები და ხარჯები - გამოწვეული იმით, რომ გადაიფიქრეთ, ან გსურთ, გადახვიდეთ სხვა ჰოსტ-სისტემაზე, რომელიც იყენებს სხვა სამართავ პანელს - მნიშვნელოვანია, პირველად მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება.
წინამდებარე სტატია განიხილავს რამდენიმე ძირითად განსხვავებას სხვადასხვა სამართავ პანელს შორის და იმაზე დაწვრილებით, ვიდრე თქვენ მხოლოდ საზიარო ჰოსტინგისას გრჭრდებათ ან გსურთ, რომ იცოდეთ. გარდა ამისა, თუ თქვენ ეძებთ მომწოდებელს, VPS-ს ან გამოყოფილს, რომლითაც ხშირად იღებთ წვდომას სრულ ფუნქციონირებაზე, განსხვავებები უფრო აქტუალურია.

ინტერფეისის განმარტება

სავარაუდოდ, მთავარი, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენს არჩევანზე, სამართავი პანელის ინტერფეისის გარეგნობა და დიზაინია. ნამდვილად არ არის კარგი განცდა მოძველებული გარეგნობის ინტერფეისით ნელი მუშაობა, მაგრამ ამასთანავე, გაგიჩნდებათ სურვილი, იცოდეთ, რომ თქვენ გაქვთ შეუფერხებელი წვდომა ყველა საზიარო რამეზე, რის საშუალებითაც მოელით, რომ შეძლებთ თქვენი ჰოსტინგის ანგარიშის მართვას ან მართლაც, შეძლებთ მართოთ სხვადასხვა მომხმარებლი და გეგმა გადამყიდველის ანგარიშებისთვის.

cPanel

cPanel-ს გააჩნია ორი მთავარი განყოფილება: FrontEnd-ი მომხმარებლებისთვის (cPanel) და ადმინისტრირების ზონა (WHM). ქვემოთ მოცემულია მოკლე ვიდეო (უხმო), რომელშიც მოკლედაა ახსნილი აღნიშნული ინტერფეისის ორი ტიპი, რომ შეგექმნათ წარმოდგენა იმაზე, თუ რას ელოდოთ.
უფრო საფუძვლიანად გაცნობისთვის შეგიძლიათ მიიღოთ წვდომა აქ მოცემულ ორ დემო ვერსიაზე.

ოპერაციული სისტემის თავსებადობა

მნიშვნელოვანია აირჩიოთ ისეთი პროდუქტი, რომელიც კარგად მუშაობს თქვენთვის ნაცნობ ოპერაციულ სისტემასთან ერთად. მიუხედავად იმისა, რომ თითოეული მათგანი უზრუნველყოფს GUI-ს, რომელიც სერვერის საფუძვლის მუშაობის აბსტრაქტირებას ახდენს, მას მაინც დიდი წვლილი მიუძღვის, რომ შევძლოთ ნებისმიერი OS-ის კომფორტულად გამოყენება, რომელიც სერვერის მუშაობას უდევს საფუძვლად. მაგალითად, გსურთ, დააყენოთ რამდენიმე დამატებითი კომპონენტი ზოგიერთი მომწოდებლისგან, საჭიროა, დარწმუნდეთ, რომ ისინი თავსებადია თქვენს გარემოსთან. ასე რომ, თქვენი საჭიროებები და გამოცდილება დიდ როლს შეასრულებს იმის დადგენაში, ვებ-ჰოსტინგის რომელი სამართავი პანელის აჩევა გსურთ.

cPanel

სრულიად ბაზარზე, cPanel-ი ექსკლუზიურად Linux სისტემებზე მუშაობს და ის ოფიციალურად უთავსდება სამ ვერსიას - CentOS-ს, CloudLinux-სა და RedHat-ს. მიუხედავად ამ შეზღუდვისა, Linux-ის გავრცელების შედეგად მან შეძლო სერვერების ბაზარზე გადარჩენა. ასე რომ, თუ თქვენი გამოცდილება უფრო მეტად Windows სერვერისკენ იხრება, სავარაუდოდ, cPanel არ წარმოადგენს თქვენი საჭიროებისთვის შესაფერის სამართავ პანელს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ თქვენ გსურთ, მიიღოთ გარკვეული გამოცდილება Linux-ის გარემოში მუშაობისა.
რამდენიმე წლის წინ, cPanel-მა გამოუშვა პროდუქტი, სახელწოდებით „Enkompass“, რომელიც ჯერ კიდევ განვითარების პროცესშია და უნდა ყოფილიყო cPanel-ის Windows-ის ვერსია. სამწუხაროდ, პროდუქტმა ვერ მიიღო იმ დონის FeedBack, რომ წარმატებული ყოფილიყო და, ვინაიდან მოგვიანებით ის უფასოდ იყო შეთავაზებული, აღარ იყო შემოსავლის წყარო და შესაბამისად, აღარ განახლებულა. ბოლოს პროდუქტმა 2014 წლის დასაწყისში სასიცოცხლო ციკლის სააბოლოო ფაზას მიაღწია.
დედააზრი: თუ გსურთ Windows-ის სერვერი, cPanel-ს ვერ გამოიყენებთ.

Plesk

cPanel-ისგან განსხვავებით, Plesk-ი უფრო ფართო ოპერაციული სისტემებისთვის გთავაზობთ მხარდაჭერას, მათ შორის თავად Linux-ის ვარიაციებისთვის. cPanel-ის მიერ მხარდაჭერილი სამი Linux OS-ის გარდა, Plesk-ი, ასევე, მუშაობს Ubuntu-ზე, Debian-ზე და openSUSE-ზე.
თუმცა, რითაც ნამდვილად ჯობნის მის მთავარ კონკურენტს, არის Windows-ის მხარდაჭერა. ამ დროისთვის, Plesk-ი რეკომენდაციას უწევს Windows Server 2012 R2-ს, ხოლო Windows-ის ახალი ვერსიების გამოსვლისთანავე, ძველმა ვერსიებმა მიაღწიეს სასიცოცხლო ციკლის ბოლო სტადიას. Plesk-ი სამიდან ერთადერთია, რომელიც უზრუნველყოფს Windows-ის მხარდაჭერას. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თქვენი არჩევანი ამ სამს შორის გარდაუვალია, თუ თქვენ აღნიშნული პლატფორმის გამოყენება გსურთ.

DirectAdmin

cPanel-ის მსგავსად, DirectAdmin-ის მხოლოდ Linux სისტემებზე მუშაობს, კონკრეტულად კი - RedHat-ზე, CentOS-ზე, FreeBSD -სა და Debian-ზე.
ეს ნიშნავს, რომ Linux სერვერის ქონა გთავაზობთ ვარიანტების ფართო სპექტრს, როდესაც საქმე ეხება ვებ-ჰოსტინგის სამართავი პანელის პროგრამულ უზრუნველყოფას. იქიდან გამომდინარე, რომ არ არსებობს Windows-ის გარემოსთვის შექმნილი პროდუქტების მხარდაჭერა, თქვენი არჩევანი მკვეთრად ვიწროვდება, თუ ეს წარმოადგენს თქვენ მიერ არჩეულ ოპერაციულ სისტემას.

ღირებულება

ამ სამი სამართავი პანელის ღირებულება მნიშვნელოვნად განსხვავდება მათი ფასწარმოების სტრუქტურასთან ერთად. არცერთი მათგანი არ წარმოადგენს ღია კოდის წყაროს და მხოლოდ DirectAdmin გრთავთ ნებას, შეიძინოთ ის, როგორც “Lifetime License”, რომლითაც შეგიძლიათ პირდაპირ შეიძინოთ შეუზღუდავი ფუნქციონირება და რომელიც მუდმივად განახლდება. დანარჩენ ორს არ გააჩნია მსგავსი შეთავაზება და რეგულარულად გაკისრებთ გადასახადს მანამ, სანამ თქვენ განაგრძობთ მათი პროდუქტების გამოყენებას.

ფასები აღებულია უშუალოდ კომპანიების ვებსაიტებიდან, თუმცა, ნახავთ, რომ როგორც გადამყიდველს, ბევრი გვერდი გთავაზობთ ლიცენზიებს ნაკლებ ფასად.

cPanel

cPanel-ის ღირებულება მერყეობს იმისდა მიხედვით, დააყენებთ თუ არა მას გამოყოფილ სერვერზე თუ VPS-ზე. ამ უკანასკნელის ფასი დაახლოებით ნახევარია, ვიდრე პირველის - ყოველწლიური ლიცენზიით - 200$, გამოყოფილი ვერსიისგან განსხვავებით, რომელიც $425 ღირს.
გარდა ამისა, cPanel გთავაზობთ სატელეფონო მხარდაჭერას - თითო ინციდენტზე 65 დოლარად. ეს მოიცავს ზარების იმ რაოდენობას, რაც საჭიროა კონკრეტული პრობლემის გადასაჭრელად და თქვენი ინციდენტი მიიღებს „პრიორიტეტული მხარდაჭერის სტატუსს“. ყველაზე დაბალი ფასი, რაც cPanel-ის ყოველთვიური გამოწერისთვის უნდა გადაიხადოთ, წარმოადგენს $15 -ს თითო VPS-ზე.

Plesk

მისი მთავარი კონკურენტის მსგავსად, Plesk-საც გააჩნია ორი სხვადასხვა სქემა VPS-ისთვის და გამოყოფილი ინსტალაციებისთვის. თუმცა, cPanel-ისგან განსხვავებით, Plesk-ს აქვს ლიცენზიების ბევრად უფრო ფართო დიაპაზონი, რაც დამოკიდებულია დომენების რაოდენობაზე, რომელთა განთავსებაც გსურთ, ასევე იმაზე, გსურთ თუ არა ჩართოთ ისეთი პაკეტები, როგორიცაა WordPress და დეველოპერის ინსტრუმენტების ნაკრები, გსურთ თუ არა მისი შეთავსება CloudLinux-თან. იმ შემთხვევაში, თუ თავს შეიზღუდავთ 5 დომენით, თქვენ შეგიძლიათ Plesk-ისთვის თვეში მხოლოდ $4-ს გადახდით!

DirectAdmin

რაც შეეხება ფასებს, DirectAdmin-ს ნამდვილად აქვს უმარტივესი სისტემა VPS-სა და გამოყოფილ სერვერს შორის ყოველგვარი განსხვავების გარეშე. განმეორებითად გადახდისთვის შეგიძლიათ აირჩიოთ ყოველთვიური, ოთხთვიანი ან წლიური ლიცენზია. თუმცა, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ აირჩიოთ სამუდამო ლიცენზიის შეძენა მხოლოდ 299$.
ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება ის არის რომ DirectAdmin მოიცავს ულიმიტო ტექნიკურ მხარდაჭერას თავის ყველა პაკეტში, განსხვავებით cPanel-ისგან, რომელიც ფასს თითოეული ინციდენტის მიხედვით განსაზღვრავს. მიუხედავად იმისა, რომ Plesk ასევე გთავაზობთ უფასო ტექნიკურ მხარდაჭერას, მათი დებულებების პოვნა რთულია და ისინი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სახის ლიცენზია შეიძინეთ და საიდან. მეორეს მხრივ, DirectAdmin ამაყობს თავისი სიმარტივით და ეს ვრცელდება მის მხარდაჭერის დებულებებზეც. გაითვალისწინეთ, რომ DirectAdmin-ის ულიმიტო ლიცენზია მოიცავს მხოლოდ 90 დღიან მხარდაჭერას.

სერვერი/კლიენტი და ფუნქციონირება

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ cPanel-ს კლიენტის პერსპექტივიდან გამომდინარე იყენებდით, იმისგან განსხვავებით, ვინც მართავს საკუთარ სერვერს, შესაძლოა არასოდეს გსმენიათ WHM-ის შესახებ. WHM არის cPanel-ის „backend“ და წარმოადგენსს პროგრამულ უზრუნველყოფას, რომლითაც სერვერის ადმინისტრატორები თითოეული იმ ფუნქციის შესასრულებლად იყენებენ, რაც cPanel მომხმარებლებისთვის მიუწვდომელია. აღნიშნული მოიცავს DNS კლასტერების დაყენებას, უსაფრთხოების ყოვლისმომცველ წესებს, პაკეტების შექმნას და განაწილებას, სერვერის დონის კონფიგურაციასა და ჰოსტის სხვა ფუნქციებს, რომლებიც მიუწვდომელია cPanel-ის საშუალებით. თუ თქვენ წარმოადგენთ კლიენტს, რომელმაც ახლახანს შეიძინა ჰოსტინგის საზიარო პაკეტი, თქვენ ვერასდროს იხილავთ WHM-ს. თქვენი მომხმარებლის სახელი/პაროლის კომბინაცია პირდაპირ გამოყენებული იქნება cPanel-ში შესასვლელად, როგორც ჩვეულებრივი მომხმარებელი ან გადამყიდველი. WHM-ში არსებული ვარიანტები იმდენად ყოვლისმომცველი და დეტალურია, რომ შეუძლებელია იმის ცოდნაც კი, საიდან უნდა დაიწყოთ.
დანარჩენ ორ პროდუქტს - Plesk და DirectAdmin - არ გააჩნიათ ასეთი გახლეჩილი ინტერფეისი. ის, თუ რისი გაკეთება შეგიძლიათ და რისი გაკეთება არ შეგიძლიათ, დამოკიდებულია სრულიად თქვენთვის მინიჭებულ ნებართვებზე. გარკვეული პარამეტრების ჩართვითა და გამორთვით ინტერფეისიც თითქმის ერთნაირად გამოიყურება. 

უსაფრთხოება

ზემოაღნიშნული განხილვის თემა რომ გავაგრძელოთ, cPanel-ის, Plesk-ისა და DirectAdmin-ის უსაფრთხოების მოდელები საკმაოდ განსხვავებულია იმით, თუ როგორ უდგებიან ნებართვების საკითხებს სხვადასხვა ანგარიშებზე ან ქვეანგარიშებზე.

cPanel

cPanel/WHM-ით სარგებლობის შემთხვევაში, თქვენ გყავთ ვიღაც, ვისაც შეუძლია WHM-ზე წვდომა და თითოეული მომხმარებლისთვის ინდივიდუალური cPanel ანგარიშების შექმნა. თითოეული ანგარიშის შესაძლებლობები, ისევე როგორც ის რესურსები, რომლების გამოყენებაც მას შეუძლია, დამოკიდებულია მისთვის მინიჭებულ პაკეტებზე.

Plesk

მეორეს მხრივ, Plesk-ს გააჩნია "გამოწერის" ფუნქცია. თითოეული გამოწერა უკავშირდება კონკრეტულ სერვის გეგმას, რომელიც ასახავს საჭირო რესურსებს, რომლებზეც მომხმარებელს აქვთ წვდომა.

DirectAdmin

DirectAdmin, ასევე, იყენებს ისეთ პაკეტებს, რომლებიც ნაწილდება მომხმარებლებზე. ახალი მომხმარებლების ანგარიშის შექმნა შესაძლებელია ადმინისტრატორის ან გადამყიდველის მეშვეობით.
აღნიშნულ სამ პროდუქტს შორის განსხვავება ტერმინოლოგიასა და განხორციელების საკითხშია. ეს წარმოადგენს ერთ-ერთ მიზეზს, რის გამოც ამ პლატფორმებს შორის მიგრაცია ასე პრობლემურია. ძალიან რთულია, ისეთი პარამეტრების ნაკრების პოვნა, რომელიც ქმნის მათ შორის ურთიერთშესატყვისობას. Silent პრინციპით თითქმის ნებისმიერი სამართავი პანელის ახალ ინსტალაციას გააჩნია კუთვნილი უსაფრთხოების პრობლემები და თქვენ დაგჭირდებათ, შეამოწმოთ საუკეთესო პრაქტიკის სია თითოეული სამართავი პანელისთვის თქვენი სერვერის დაყენებასთან მიმართებაში. შეგიძლიათ იხილოთ სხვადასხვა სახის რეკომენდაცია აქ: cPanel, Plesk, DirectAdmin. რეკომენდაციების წაკითხვისას მიხვდებით, რომ ამ პანელების სერვერის უსაფრთხოების საკითხი იმაზე უფრო ფართოა, ვიდრე ამ სტატიის ფარგლებში განხილვის შესაძლებლობა გვეძლევა. სხვადასხვა სამართავ პანელებს შორის არჩევნის გაკეთებისას კიდევ ერთი მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ექსპლოიტების გამოსწორებისთვის საჭირო დრო, განსაკუთრებით იმ ფაზაში, როდესაც მოწყვლადობა გავრცელებულია და ხშირად ბოროტად სარგებლობენ აღმოჩენის შემთხვევაში. Rackspace-ის თეთრ ქაღალდში (white paper by Rackspace) ნაჩვენები იყო, რომ 3 სამართავი პანელიდან Plesk მნიშვნელოვანად წინ უსწრებდა დროში, რაც მათ ექსპლოიტის აღმოსაფხვრელად სჭირდებოდათ.

გამოყენებადობა

ეს წარმოადგენს სუბიექტურ შეფასებას. cPanel-ისა და WHM-ის მოხმარების შემთხვევაში, ექსტრემალური სიმძლავრე, მოქნილობა და ამ კომბინაციით გათვალისწინებული ვარიანტების დიდი რაოდენობა შერწყმულია, რათა შეიქმნას ოდნავ უფრო კომპლექსური ინტერფეისი დანარჩენ ორთან შედარებით. ეს გარკვეულწილად გაუმჯობესებულია იმით, რომ WHM-ს და cPanel-ს აქვთ ცალკეული სერვერი, რაც ნიშნავს იმას, რომ კომპლექსურობის დიდი ნაწილი გამოყოფილია რეგულარული მომხმარებლებისგან. რაც შეეხება Plesk-ს, ბევრი მიიჩნევს, რომ ესთეტიკა და cPanel-ზე სუფთა განლაგება სასურველია. ეს ემატება იმ ფაქტს, რომ არ არსებობს გაყოფა კლიენტსა და სერვერს შორის და თქვენ გაქვთ სისტემა, რომლის გამოყენებაც და დაუფლებაც უფრო ადვილია. DirectAdmin-ს ყველაზე მარტივი ინტერფეისი აქვს. სამიდან, ის ერთადერთია, რომელიც მიზნად ისახავს გამოყენების სიმარტივეს და უბრალოებას, როგორც გაყიდვის ნიშას. ეს გამოიხატება არა მხოლოდ მათ ინტერფეისში, არამედ მათი გეგმების სტრუქტურაში, როგორც ეს ადრე ვიხილეთ.

დასკვნითი აზრები

ვებ-ჰოსტინგის სამართავი პანელის ამ სამი პროდუქტიდან თითოეულს აქვს თავისი ძლიერი და სუსტი მხარე. ოპერაციული სისტემის თავსებადობა, ფასები, ტექნიკური მხარდაჭერა, გამოყენების სიმარტივე, დამატებითი კომპონენტები და მიერთებადი მოდულები, რაც თითოეული ინდივიდუალური მყიდველისთვის ქმნის გამოყენებადობის უნიკალურ პროფილს. ვიმედოვნებ, რომ ამ სტატიაში საკმარისი ინფორმაციაა მოწოდებული, რათა დაგეხმაროთ ძალიან რთული არჩევანის გაკეთებაში!