Terms and Conditions

საიტის "ხელშეკრულების", "წესებისა და პირობების" დათანხმებამდე ვალდებული ხართ ყურადღებით წაიკითხოთ დებულებები, მუხლები, წესები და პირობები, რომელიც დაკავშირებულია თქვენს მიერ ჩვენი საიტით და სერვისებით სარგებლობასთან. თუ არსებობს შენიშვნები "ხელშეკრულებაში" და/ან "წესებსა და პირობებში", პირობითად აბონენტი ან აბონენტი ვალდებულია მოახსენოს ამის შესახებ პროვაიდერს რეგისტრირებული წერილით.

შეთანხმების წესები და პირობები შეიძლება შეიცვალოს საჭიროებისამებრ, ცვლილებები ხელმისაწვდომი იქნება ვებ გვერდზე www.Fastcloud.ge პროვაიდერი. წესებისა და პირობების შეთანხმებასთან ერთად გთხოვთ გაეცნოთ ჩვენს კომფიდენციალურობის პოლიტიკას, ასევე სიახლეებს სერვისებთან დაკავშირებით და სხვადასხვა რეკლამებს. ეს ყველაფერი ხელმისაწვდომი იქნება ჩვენს გვერდზე www.fastcloud.ge პროვაიდერი, რომელიც მუდმივ განახლების რეჟიმში იმუშავებს და პერმანენტულად მოგაწვდით სხვადასხვა სახის ინფორმაციას.

1. საკუთრების უფლების გარანტი
1.1 Fastcloud-ის საიტის კოდი, სტრუქტურა და ორგანიზაცია (შემავალი ქონება) დაცული არის საკუთრების, კომერციული საიდუმლოების, ქონებისა და სხვა უფლებით. თქვენ გეკრძალებათ:
ა) გაუკეთოთ ასლი, გაავრცელოთ, გამოაქვეყნოთ, შეცვალოთ აგებულება, დაშალოთ, მოდიფიცირება გაუკეთოთ ან თარგმნოთ, ასევე კოდში შეღწევის ყველანაირი მცდელობა და მისი გამოყენება სხვა მიზნებისთვის და ა.შ.
ბ) გაყიდოთ, მიამაგროთ, სუბლიცენზია გაუკეთოთ, გაავრცელოთ ან ვინმეს იჯარით გადასცეთ საიტი.
გ) საიტი ხელმისაწვდომი გახადოთ მესამე პირისითვის, რომელიც ქსელის ან ინტერნეტის მეშვეობით შეძლებს მის გამოყენებას.
დ) საიტის ექსპორტირება სხვა ქვეყნებში - როგორც ფიზიკურად, ისე ელექტრონულად.
ე) გამოიყენოთ საიტი შესაბამისი წესებისა და რეგულაციების დარღვევით, ყოველივე ზემოთაღნიშნული წარმოადგენს "არასანქცირებულ გამოყენებას" და ისჯება საქართველოს სახელმწიფო სისხლის სამართლის კოდექსის "XXXV თავის თანახმად - კიბერდანაშაულის" შესახებ.
1.2 მომხმარებელს ეკისრება სრული პასუხისმგებლობა რაიმე სახის ზიანზე, ზარალსა თუ დანახარჯზე, ასევე საიტის არასანქცირებულ გამოყენებასთან რამე სახის კავშირზე. თქვენ ვალდებული ხართ დაუყოვნებლივ აცნობოთ Fastcloud-ს თითოეული არასანქცირებული ქმედებს შესახებ, რომელზეც გაგაჩნიათ შესაბამისი ინფორმაცია და ვალდებული ხართ ითანამშრომლთ გამოძიებასთან, რათა ნათელი მოეფინოს თქვენს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას და დადასტურდეს იგი.
1.3 სახელწოდება Fastcloud წარმოადგენს კომპანია Fastcloud-ის საკუთრებას, ასევე საიტის სხვა მასალები როგორიც არის სურათები, ნახატები, გრაფიკა, ანიმაციები, ვიდეო მასალა, მუსიკა, აუდიო მასალა და ტექსტური ფაილები წარმოადგენენ Fastcloud-ის საკუთრებას და დაცული არის საკუთრების, ქონებისა და სხვა უფლებებით. გააცნოებიერეთ რომ საიტით და მისი სერვისით სარგებლობის შემთხვევაში, თქვენ მის შემცველობაზე "კონტენტზე" არანაირი უფლება არ გენიჭებათ. აკრძალულია საიტის კონტენტის რაიმე სახით გამოყენება Fastcloud-ის წინასწარი წერილობითი ნებართვის გარეშე.

2. უფლებამოსილება
2.1 Fastcloud უფლებამოსილია დახუროს მომხმარებელთა ანგარიშები ან შეუჩეროს კონკრეტულ მომხმარებელს კონკრეტული სერვისი წესების დარღვევის შემთხვევაში. კომპანიის ხელმძღვანელობის მიერ მიღბეული გადაწყვეტილება, დაკავშირებული მომხმარებლის ანგარიშთან, სერვისის სარგებლობასთან ან რაიმე სხვა დავასთან არის საბოლოო და არ ექვემდებარება გადახედვას, არც გასაჩივრებას და ბალანსზე არსებული დარჩენილი თანხა დაუბრუნდება უკან, თუ ეს უკანასკნელი არ ეწინააღმდეგება 5.2 მუხლს.

3. გარანტიები და პასუხისმგებლობა
3.1 კომპანია იძლევა გარანტიას სერვისის მოწოდებაზე მომსახურების ხარისხზე და სრულყოფილებაზე. მიუხედავად ჩვენი ძალისხმევისა, რეალობიდან გამომდინარე მოგაწოდოთ უმაღლესი ხარისხის უსაფრთხო და დაცული სერვისი, ჩვენ არ ვიძლევით გარანტიას, რომ სერვისი იქნება უწყვეტი 100%-ით (uptime 99.5%), შეზღუდული ან უხარვეზო. დეფექტები იქნება გამოსწორებული უმოკლეს დროში. ასევე კომპანია იღებს ვალდებულებას მომხმარებლებს შეატყობინოს წინასწარ ყველა იმ მოსალოდნელი ხარვეზების ან დეფექტების შესახებ, რომელიც კომპანიისთვის იქნება ცნობილი.

4. თქვენი პირობები და გარანტიები
4.1 სერვისის გამოყენებამდე და გამოყენების პროცესშიც თქვენ გარანტიას იძლევით, ვალდებულებას იღებთ და ეთანხმებით შემდეგს:
ა) თქვენ ნებაყოფლობით თანხმდებით სერვისის გამოყენებას, გათვალისწინებული გაქვთ შედეგები.
ბ) თქვენ თანახმა ხართ, მოგვაწოდოთ ჩვენი სერვისით სარგებლობისთვის აუცილებელი და სავალდებული პირადი ინფორმაცია, რომელიც ასევე შეიცავს გადახდის მეთოდების დეტალებს. თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია შეინახება და დამუშავდება "კონფიდენციალურობის პოლიტიკის" შესაბამისად.
გ) თქვენ ხართ პასუხისმგებელი სატელეკომუნიკაციო და ინტერნეტ კავშირზე, რომელიც აუცილებელია ჩვენი სერვისით სარგებლობისათვის და ჩვენ არანაირ ვალდებულებას არ ვიღებთ ზემოაღნიშნულ ტექნიკურ ხარვეზებზე. ასევე ჩვენ ჩვენი მხრიდან ვიღებთ სრულ ვალდებულებას უწყვეტ და შეუფერხებელ ინტერნეტ (uptime 99.5%) და სერვის მომსახურებაზე.

5. აკრძალვები გამოყენებაზე
5.1 პირადი გამოყენება - Fastcloud-ის მომხმარებელს ეკრძალება საკუთარი ნაღდი ფულის ანგარიშის სხვა მიზნებისთვის გამოყენება, გარდა არსებული სერვისებისა. მომხმარებელი ვალდებულია მოგვაწოდოს სრული და სანდო ინფორმაცია Fastcloud-ის მიერ მომხმარებლის შესახებ განსაზღვრული წესების მიხედვით და ასევე ვალდებულია განაახლოს ეს ინფორმაციები მცირე ცვლილებების შემთხვევაშიც კი. Fastcloud-ზე თითოეულ მომხმარებელს შეუძლია მანიმუმ სამი ანგარიშის გახსნა და ჩვენი სერვისით სარგებლობა მხოლოდ ამ ანგარიშებიდან. მომხმარებელს ასევე ეკრძალება სხვა პირებზე საკუთარი Fastcloud-ის ანგარიშით სარგებლობის მიცემის უფლება.

5.2 თაღლითური ქმედება - იმ შემთხვევაში თუ სერვისით სარგებლობის დროს Fastcloud-ი შეამჩნევს მომხმარებლის ანაკანონიერ, თაღლითურ, უსამართლო ან შეუფერებელ ქმედებას, ასევე თანამონაწილეობას ზემო აღნიშნულ რომელიმე ქმედებაში, თაღლითურ გადარიცხვაში, მოპარული საკრედიტო ბარათის სარგებლობასა თუ ფულის გათეთრებაში, Fastcloud-ი უფლებამოსილი იქნება მიიღოს ქვემოთ აღნიშნული ქმედებები:
ა) მომხმარებლის სერვისით სარგებლობის დაუყოვნებლივ შეჩერება
ბ) Fastcloud-ზე მომხმარებლის ანგარიშის გაუქმება
გ) მომხმარებლის ბალანსზე არსებული თანხის კონფისკაცია
დ) ფინანსური ორგანოების და შესაბამისი სახელმწიფო ან კერძო ორგანოების მიერ, რომლებსაც გააჩნიათ სამართლებრივი უფლება, მომხმარებლის შესახებ ინფორმაციის მოძიება (მომხმარებლის პირადი ინფორმაციების ჩათვლით)
ე) მომხმარებლის საწინააღმდეგოდ სამართლებრივი ქმედების მიღება.

5.3 დაუშვებელი პროდუქცია
ა) ჩვენი სერვისების მეშვეობით დაუშვებელია პორნოგრაფია, სიძულვილისა და ძალადობის, განსაკუთრებით მძიმე ფორმების ამსახველი, პირადი ცხორვების შემლახველი, ცილისმწამებლური, შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი (პიროვნული, სოციალური, ეთნიკური, რელიგიური და სხვა ნიშნით), უდანაშაულობის პრეზუმფციის დამრღვევი, უზუსტო, საავტორო უფლებებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით გადაცემული სხვა პროდუქციების გავრცელება. მსგავსი სახის შემთხვევების არსებობისას გთხოვთ დასაბუთებულად მოგვაწოდოთ ინფორმაცია კომპანიის ელ. ფოსტაზე რაზეც ადმინისტრაცია უმოკლეს ვადებში მოახდენს რეაგირებას.
ბ) აკრძალულია SPAM-ის გაგზავნა, პროქსის სკრიპტი, ფიშინგ და სხვა ჰაკერული საიტების შექმნა. კომპანია იტოვებს უფლებას ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე კონკრეტულ მომხმარებელს შეუზღუდოს სერვისის მიწოდება, თუ მის ვებ გვერდზე დაფიქსირებული იქნება ზემოთაღნიშნული პროგრამული დარღვევები, ასევე თქვენი ვებ გვერდი განიცდის გადატვირთვას და ამით ზიანს აყენებს სხვა მომხმარებელს, შეუწყდება სერვისის მიწოდება, სანამ არ იქნება აღმოჩენილი პრობლემის მოგვარების საშუალებები, ხოლო მისი აღდგენა და განახლება შესაძლებელია ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, კომპანიასა და მომხმარებელს შორის.