სერვისის საფასურის გადახდის პირობები

პუნქტი1. არსებული მომხმარებელი ვალდებულია 3 დღის განმავლობაში მოახდინოს სერვისის საფასურის გადახდა მიწოდებული ინვოისის შესაბამისად. წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება მისი ანგარიშის შეჩერება გადახდამდე. გადაუხდელობის შემთხვევაში მოხდება ანგარიშის გაუქმება 2 კვირის შემდეგ გაფრთხილების გარეშე.

პუნქტი2. FastCloud-ი ვალდებულია მომხმარებელს მიაწოდოს მოთხოვნილი სერვისი თანხის ჩარიცხვიდნ არაუგვიანეს 1 სამუშაო დღისა.

პუნქტი3. მომხმარებელი ვალდებულია მისი გადახდის მონაცემები იყოს მუდმივად განახლებული.

პუნქტი4.  მხარეებს შორის ხელშეკრულება იდება 1 წლის ვადით და გრძელდება ავტომატურად შემდეგ წელს. 

პუნქტი5. 
ჩვენი მომსახურება არის ყოველდღიური და ინვოისიც არის თვის ჭრილში გარდამავალი, ამის გამო მომსახურებაზე ანგარიშ ფაქტურას მიიღებთ ინვოისის შესაბამისად.

პუნქტი6. 
იურიდიული პირების რეგისტრაციისას აუცილებელია კომპანიის დასახელების და საიდენტიფიკაციო კოდის მითითება შესაბამის ველებში.

პუნქტი7. საბანკო გადმორიცხვის შემთხვევაში გთხოვთ დანიშნულებაში მიუთითეთ ინვოისის ნომერი.