CSF Firewall -ის ინსტალაცია და კონფიგურაცია

კომპანია FastCloud-ი VPS ჰოსტინგის შეძენის შემთხვევაში, ნებისმიერ კლიენტს სურვილისამებრ, LINUX სერვერზე, სთავაზობს CSF Firewall -ის ერთჯერად გამართვაში დახმარებას.

აქ კი პუნქტობრივად ჩამოგიყალიბებთ თუ როგორ შეძლებთ ეს ყველაფერი თავად გააკეთოთ LINUX სერვერზე:

 1. CSF -ის ინსტალაციამდე, VPS-ზე უნდა გვქონდეს SSH-ით root-ის უფლება;

 2. სასურველია მოვახდინოთ სისტემის აფდეითი yum update ბრძანების გამოყენებით.

 3. ამის შემდეგ დაგვჭირდება რამოდენიმე ბრძანების თანმიმდევრულად გაშვება:
      ა. cd /usr/local/src/
      ბ. wget https://download.configserver.com/csf.tgz
      გ. tar -xzf csf.tgz
     დ. cd csf
      ე. sh install.sh
 
4. ინსტალაციის დასრულების შემდეგ გადავიდეთ იმ დირექტორიაში სადაც საინსტალაციო (csf.tgz ) ჩამოვიწერეთ და წავშალოთ ის
        cd ..
        rm -Rfv csf/ csf.tgz ამ ბრძანების გამოყენებით.

ამ რამოდენიმე ბრძანების გამოყენებით ინსტალაცია დასრულებულია.

ეხლა ჩვენს ამოცანას წარმოადგენს CSF Firewall -ის კონფიგურირება.
იმ შემთხვევაში თუ ჩვენს სისტემაზე ვიყენებთ რომელიმე სამართავ პანელს ( Cpanel, DairectAdmin, Plesk, CWP,...)
 https://fastcloud.ge/knowledgebase.php?action=displayarticle&id=27    
ამ დროს მარტივად შეგვიძლია ამ სამართავ პანელებში შევამჩნიოთ ახალი გაჯეტი
ConfigServer Security & Firewall - csf vXX.XX
სწორედ აქედან ვახდენთ კონფიგურირებას, რომელიც შეგიძლიათ მოარგოთ თქვენს სურვილებს და მოთხოვნებს,

ყოველი სასურველი კონფიგის შენახვის შემდეგ დაარესტარტეთ სერვისი, ამისთვის გამოიყენეთ Restart csf+lfd ღილაკი.

ნებისმიერი ტექნიკური შეკითხვის შემთხვევაში დაგვიკავშირდით.

იყო ეს პასუხი ღირებული?

 სტატიის ბეჭდვა

ასევე წაიკითხეთ

VPS (Virtual Private Server) ჰოსტინგი

VPS (Virtual Private Server) ჰოსტინგი, ეს არის თქვენი ვირტუალური სერვერი ქლაუდშირომელიც მოიხმარს...