გავერკვიოთ DNS ჩანაწერების ტიპებში

როცა თქვენ იწყებთ თქვენი დომენის DNS-თან მუშაობას პირველ ეტაპზე შეიძლება ეს იყოს დამაბნეველი. არ შეშინდეთ DNS ჩანაწერების არსის გაგება არც ისე ძნელია. ქვემოთ თქვენ იხილავთ მოკლე განხილვას ყველაზე ხშირად გამოყენებადი DNS ჩანაწერების შესახებ:

1. A ჩანაწერი: ხშირად ეძახიან ასევე Address ჩანაწერს ან Host ჩანაწერს. A ჩანაწერი მიმართავს IP მისამართს. ეს ჩანაწერი მიუთითებს თქვენი დომენის ან ჰოსტინგის IP მისამართს. ვთქვათ თქვენ გაქვთ დომენი tqvenidomeni.ge რომელიც განთავსებულია ჩვენთან და ჰოსტინგის სერვერის IP მისამართია - 127.0.0.1. როგორც წესი თქვენ გექნებათ 2 DNS ჩანაწერი რომელიც მიმართავს თქვენს ჰოსტინგს.

A       tqvenidomeni.ge    127.0.0.1
A      *.tqvenidomeni.ge    127.0.0.1

პირველი ჩანაწერი ამ მაგალითში მიუთითებს თქვენს ძირიდად დომენზე. ეს ნიშნავს რომ თუ ვიზიტორი თავის ბრაუზერში ჩაწერს დომენს www-ს გარეშე, მოთხოვნა მოხდება მართებულ ჰოსტინგ სერვერზე და მას გაეხსნება საიტი.

მეორე ჩანაწერი ამ მაგალითში არის wildcard ვერსია. ეს ჩანაწერი გადაამისამართებს ყველა საბდომენს თქვენი დომენის სერვერზე, ეს მოიცავს www-ს და ასევე ყველა შესაძლო ვერსიას თქვენი დომენის წინ.

თუ თქვენ გინდათ რომ თქვენი რომელიმე საბდომენი მიმართავდეს ასევე ჰოსტინგ სერვერს ეს შეგიძლიათ განახორციელოთ იგივე A ჩანაწერის მეთოდით რომელიც მოცემულია ქვემოთ:

A       test.tqvenidomeni.ge 127.0.0.1

ამ მეთოდის გამოყენებით ასევე თქვენ შეგიძლიათ თქვენი კონკრეტული საბდომენები გადაამისამართოთ სხვა ჰოსტინგ სერვერებზე. მაგალითი მოცემულია ქვემოთ:


A       test.tqvenidomeni.ge 127.0.0.233


2. CNAME ჩანაწერი: CNAME ჩანაწერი აღნიშნავს კანონიკური სახელის ჩანაწერს. CNAME ჩანაწერები მიმართავენ მხოლოდ დომენებს და საბდომენებს. CNAME ჩანაწერი ამისამართებს ერთერთ თქვენს საბდომენს სხვა დომენზე/საბდომენზე. ამ ჩანაწერის გაკეთება შეუძლებელია თქვენს ძირითად დომენზე. თქვენ შეგიძლიათ ასეთი ტიპის ჩანაწერები გააკეთოთ www.tqvenidomeni.ge-ზე და არა თვითონ tqvenidomeni.ge-ზე.

მაგალითად: CNAME ჩანაწერს შეუძლია www.tqvenidomeni.ge გადაამისამართოს tqvenidomeni.ge-ზე. ხოლო ჩანაწერის ტიპი გამოიყურება ასე:

www       IN       CNAME       tqvenidomeni.ge.


3. MX ჩანაწერი: MX ჩანაწერის უკან დგას ელექტრონული ფოსტის გაცვლის მექანიზმი. ამ ჩანაწერის მეშვეობით დგინდება თუ რომელი მეილ სერვერი/მეილ პროვაიდერი ემსახურება თქვენს დომენს კონკრეტულად მეილების გადაცემისთვის. როგორც წესი ასეთი ტიპის ჩანაწერებს თქვენ გაწვდით თქვენი ჰოსტინგ პროვაიდერი, თუ ჰოსტინგი განთავსებულია ჩვენს სერვერებზე თქვენი სამართავი პანელიდან შეძლებთ ამ ჩანაწერის მართვას/შეცვლას.

4. TXT ჩანაწერი: TXT ჩანაწერის უკან დგას მხოლოდ და მხოლოდ გარკვეული ტექსტი/ტექსტები. ეს ჩანაწერები არ ცვლის არაფერს თქვენი დომენისთვის, მაგრამ ის შეიძლება იქნას მოძებნილი კონკრეტული დავალებისთვის. მაგალითად ეს ჩანაწერი ხშირად გამოიყენება Google-ს მიერ რომ დადგინდეს თქვენი დომენის აუთენტურობა. ეს ნიშნავს რომ დომენის მფლობელს გააჩნია სრული კონტროლი დომენზე. ასევე ასეთი ტიპის ჩანაწერი გამოიყენება ელექტრონული ფოსტის გამგზავნელის აუთენტურობის დადგენისას (SPF,DKIM).

იყო ეს პასუხი ღირებული?

 სტატიის ბეჭდვა

ასევე წაიკითხეთ