cPanel ჰოსტინგის სარეზერვო კოპირება (Backup)
შენი ინფორმაციის უსაფრთხოების მიზნით ჩვენ რეგულარულად ვაკეთებთ სარეზერვო კოპიოებს, ზოგადი ინფორმაცია სარეზერვო კოპირების შესახებ შეგიძლია იხილო ბმულზე.
cPanel-ის ჰოსტნგის სარეზერვო კოპირება ხდება შემდეგი გრაფიკით:
ყოველ 2 დღეში ერთხელ ხდება ყველა მომხმარებლის სარეზერვო კოპირება რომელიც ინახება 1 კვირის განმავლობაში (სულ შენახული გვავს 4 სარეზერვო კოპია გასული კვირის).
ორშაბათი სამშაბათი ოთხშაბათი ხუთშაბათი პარასკევი შაბათი კვირა
Backup Backup Backup Backup
ყოველი თვის 1 და 15 რიცხვში ხდება ყველა მომხმარებლის სარეზერვო კოპირება რომელიც ინახება 6 თვის განმავლობაში (სულ შენახული გვაქვს 12 სარეზერვო კოპია).
შენი მოთხოვნის საფუძველზე შესაძლებელია რომელიმე ამ სარეზერვო კოპიის აღდგენა.
აღდგენა შესაძლებელია:
სრული ანგარიშის აღდგენა (საიტი, მონაცემთა ბაზები, ელ-ფოსტები, სხვა ნებისმიერი კონფიგურაცია რაც გქონდა გაკეთებული)
ასევე კონკრეტული ფაილების აღდგენა*.
ასევე თუ გეგმავ რაიმე დიდ ცვლილებას საიტზე, შეგიძლია თვითონაც გააკეთო სარეზერვო კოპია, ამისათვის უნდა გამოიყენო cPanel-ის ინტერფეისში ღილაკები Backup და Backup Wizards **.
* - კონკერტული ფაილების აღდგენაზე ვრცელდება გარვკეული შეზღუდგები, მაგალითად შეუძლებელია წაშლილი ელ-ფოსტის კონკერტული 1 ანგარიშის აღდგენა, მაგრამ შესაძლებელია თუ ელ-ფოსტას შექმნი მასში არსებული წერილების აღდგენა კონკერტული თარიღით. დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ტექნიკური დახმარების სამსახურს.
** - ასევე ასეთი მოთხოვნებით შეგიძლია დაუკავშირდე ტექნიკური მხარდაჭერის სამსახურსაც.