იმისათვის რომ შექმნათ დახმარების ბარათი უნდა შეხვიდეთ თქვენს მომხმარებლის არეში (მომხმარებლის არეში შესასვლელად უნდა იყოთ რეგისტრირებული ჩვენს სისტემაში).
ჩვენს საიტზე მომხმარებლის არეში შესასვლელად დააჭირეთ მარჯვენა ზედა კუთხეში არსებულ URL-ს: "შესვლა". იხილეთ ქვემოთმოცემული სურათი:

შეიყვანეთ თქვენი ელ ფოსტა და პაროლი შესაბამის ველებში

სისტემაში შესვლის შემდგომ პირველივე გვერდზე დააჭირეთ ღილაკს "ბარათის გახსნა" ან URL-ს: "გახსნათ ბარათი".

შემდეგ გვერდზე ვირჩევთ შესაბამის დეპარტამენტს.
შენიშვნა: თუ თქვენ გაქვთ ზოგადი კითხვები აირჩიერთ "General Enquiries", თუ გაქვთ ტექნიკური პრობლემა აირჩიეთ "Support Department", თუ გაქვთ ფინანსური სახის პრობლემა/კითხვები მაშინ აირჩიეთ "Sales Department".

შესაბამისი დეპარტამენტის არჩევის შემდგომ გაიხსნება ფორმა რომელშიც უნდა შეავსოთ გარკვეული სახის ინფორმაცია, აღწეროთ პრობლემის/კითხვის არსი და დააჭიროთ ღილაკს "გაგზავნა".

"გაგზავნა" ღილაკზე დაჭერის შემდგომ გამოვა შეტყობინება რომელიც გაცნობებთ რომ თქვენი დახმარების ბარათი შეიქმნა.

"გააგრძელე" ღილაკზე დაჭერის შემდგომ თქვენ გადახვალთ გვერდზე სადაც გამოჩნდება თქვენს მიერ შექმნილი დახმარების ბარათი.
დახმარების ბარათზე გაცემული პასუხი (ჩვენს მიერ პასუხის გაცემის შემდგომ) გამოჩნდება ამავე გვერდზე.
P.S: დახმარების ბარათზე ჩვენს მიერ პასუხის გაცემისას ასევე მიიღებთ შეტყობინებას თქვენს საკონტაქტო ელ ფოსტაზე რომელიც მითითებულია რეგისტრაციის დროს.
დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით ლაივჩატში ან ტელეფონებზე: 2810810 და 2810811 რომლებიც ხელმისაცვდომია სამუშაო დეღეებში 9:30 დან 18:30 მდე.