თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ Google's Workspace ელ ფოსტისთვის როდესაც თქვენი დომენის ჰოსტინგი არის Cpanel-ზე. ამისათვის თქვენ უნდა შეცვალოთ MX ჩანაწერები cPanel-ში ისე რომ ისინი მიუთითებდნენ Googles Workspace მაილსერვერებს.
თქვენ შეგიძლიათ დააკონფიგურიროთ MX ჩანაწერები Google Workspace-სთვის cPanel-ის ადმინ დაშბორდზე.
იხილეთ MX ჩანაწერების შეცვლის თანმიმდევრობა G Suite-ისთვის cPanel-ში:
- შედით თქვენს cPanel ანგარიშში.
- გადადით Zone Editor -ში რომელიც განთავსებულია Domains განყოფილებაში.
3. დააჭირეთ MX Record ბმულს იმ დომენისთვის რომლისთვისაც გინდათ ჩანაწერის შეცვლა.
4. შეიყვანეთ პრიორიტეტი, destination მნიშვნელობა და დააჭირეთ ღილაკს Add an MX Record.
იხილეთ ქვემოთმოცემული Google Workspace MX ჩანაწერები
Priority | Destination |
---|---|
1 | ASPMX.L.GOOGLE.COM |
5 | ALT1.ASPMX.L.GOOGLE.COM |
5 | ALT2.ASPMX.L.GOOGLE.COM |
10 | ASPMX2.GOOGLEMAIL.COM |
10 | ASPMX3.GOOGLEMAIL.COM |
5. გაიმეორეთ პროცესი დანარჩენი ჩანაწერებისთვის.
6. წაშალეთ MX ჩანაწერების ძველი(პირვანდელი) კონფიგურიაცია.
a) დააჭირეთ Manage ღილაკს.
b) მოძებნეთ MX ჩანაწერები რომლებიც არ ეკუთვნის Google-ს და დააჭირეთ Delete ღილაკს.
c) დააჭირეთ Continue ღილაკს რომ დაეთანხმოთ წაშლის პროცედურას.
d) გაიმეორეთ ოპერაციები სხვა MX ჩანაწერებისთვის(თუ ასეთები არსებობს).