ზოგადი ინფორმაცია შარედ ჰოსტინგის სარეზერვო ასლების წარმოების შესახებ.

თქვენი ინფორმაციის უსაფრთხოების მიზნით ჩვენ რეგულარულად ვაკეთებთ ჰოსტინგის ნებისმიერი ანგარიშის პერიოდულ სარეზერვო ასლებს, ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ ზოგადი ინფორმაცია სარეზერვო ასლების წარმოების პერიოდულობის და სხვა ნიუანსების შესახებ.
შარედ ჰოსტნგის ანგარიშების სარეზერვო ასლების წარმოება ხდება შემდეგი გრაფიკით:

ყოველდღიურად
ყოველკვირეულად
ყოველთვიურად

და ინახება 6 თვის განმავლობაში. ე.ი. ხელმისაწვდომი იქნება ბოლო ერთი კვირის ყოველი დღის, თვის ყოველი კვირის ბოლო დღის და 6 თვის ყოველი პირველი რიცხვის სარეზერვო ასლები. 
თქვენ შეძლებთ ამ სარეზერვო ასლების თქვენივე ანგარიშიდან დანახვას და გადაწერას. ასევე თქვენი მოთხოვნის საფუძველზე შესაძლებელია რომელიმე ამ სარეზერვო კოპიის აღდგენა ჩვენს მიერ.
თუ გეგმავთ რაიმე დიდ ცვლილებას საიტზე, შეგიძლიათ თვითონაც გააკეთოთ მიმდინარე მდგომარეობის სარეზერვო კოპია, ამისათვის უნდა გამოიყენო მაგალითად cPanel-ის შემთხვევაში - ინტერფეისში ღილაკები Backup და Backup Wizards.

P.S.

1. თუ ანგარიში შეჩერებულია გადაუხდელობის ან წესების დარღვევის გამო მისი სარეზერვო ასლების წარმოება არ მოხდება. თუმცა მიუხედავად ამისა შეჩერების დღიდან უკანა ვერსიები სერვერზე ინახება და თქვენ შეგიძლიათ მოგვმართოთ ანგარიშის აღდგენის ან სარეზერვო ასლის მიწოდების თაობაზე.

2. სარეზერვო ასლების აღდგენა უნდა მოხდეს თქვენი მხრიდან. ასლების აღდგენის ინსტრუქცია შეგიძლიათ იხილოთ ამავე განყოფილებაში არსებულ ცოდნის ბაზის სტატიებში. თუ აღდგენას ვერ განახორციელებთ დამოუკიდებლად გარკვეული შემაფერხებელი გარემოებებიდან გამომდინარე მოგვმართეთ ტექნიკურ განყოფილებაში მხარდაჭერის ბარათის მეშვეობით ან ლაივჩატში.

3. სერვერის მხრიდან ჩვენ შეგვიძლია აღგიდგინოთ ზემოთაღნიშნული სარეზერვო ასლების ნებისმიერი ვერსია. ამ შემთხვევაში შესაძლებელია მთლიანი ანგარიშის აღდგენა და არა კონკრეტული კომპონენტის.

4. კონკრეტული ფაილის აღდგენა შესაძლებელია გარკვეულ სამართავ პანელებში, მაგალითად: Cpanel-ში ამ ოპერაციას განახორციელებთ პუნქტიდან File and Directory Restoration
 

იყო ეს პასუხი ღირებული?

 სტატიის ბეჭდვა

ასევე წაიკითხეთ

Googl-ის MX ჩანაწერები

თქვენს CPANEL-ის ამგარიშში, Zone Editor განყოფილებაში შესვლის დროს, საშუალება გეძლევათ თქვენთვის...

PHP ვერსიები

ნებისმიერ Cpanel-ის თუ DairectAdmin-ის მომხმარებელს შეუძლია მარტივი ხერხით შეარჩიოს და შეცვალოს...

ვებ ძრავების ინსტალაცია

ნებისმიერ Cpanel-ის მომხმარებელს, შეუძლია მარტივი ხერხით შეარჩიოს დააინსტალიროს მისთვის ძრავი ვებ...

როგორ ავტვირთოთ საიტი?

იმს შემდეგ რაც სასურველ ჰოსტინგ პროვაიდერს შეარჩევთ და მათთან დაიწყებთ თანამშრომლობას, თქვენი...

სარეზერვო ასლების შექმნა (Backup) Cpanel-ზე

ჰოსტინგ პროვაიდერში, კლიენტის მიერ განთავსებულ ვებ გვერდის კონტეტნტის რეზერვაციაზე გარკვეული...