მონაცემთა ბაზის შექმნა Cpanel-ში, ბაზის იუზერის და დაშვებების მინიჭება. ბეჭდვა

  • 3

იმისათვის რომ შევქმნათ მონაცემთა ბაზა უნდა შევიდეთ სამართავ პანელში შემდეგ განყოფილებაში DATABASES --> MySQL DataBases




მონაცემთა ბაზის სახელში შეგვყავს ჩვენთვის სასურველი სახელი (გაითვალისწინეთ რომ მონაცემთა ბაზის სახელის პრეფიქსი კონტროლდება თქვენი ანგარიშის იუზერნეიმის მიხედვით და ის ყოველთვის იწყება შემდეგნაირად "იუზერნეიმი_". ჩვენ ვაკონტროლებთ და უნდა მივუთითოთ მხოლოდ მისი მეორე ნაწილი).




სასურველი სახელის მითითების შემდგომ ვაჭერთ ღილაკს "Create Database". შემდეგი ეტაპი არის იუზერის შექმნა მონაცემთა ბაზისთვის. ამისათვის იმავე გვერდზე MySQL Users განყოფილებაში შეგვყავს ჩვენთვის სასურველი ბაზის იუზერნეიმი და პაროლი. აქ შეგიძლიათ გამოიყენოთ პაროლის გენერატორი.





იუზერის შესაქმნელად ვაჭერთ ღილაკს "Create User". შემდეგი ეტაპი არის უკვე შექმნილი მონაცემთა ბაზის და უკვე შექმნილი ბაზის იუზერის ერთმანეთთან დაკავშირება. ამისათვის შევდივართ იმავე გვერდზე განყოფილებაში "Add User to Database", ვირჩევთ იუზერს, შესაბამის ბაზას რომელთანაც უნდა ჰქონდეს ამ იუზერს დაშვება და ვაჭერთ ღილაკს "Add"




ამ ღილაკზე დაჭერის შემდგომ გამოდის პრივილეგიების ფანჯარა სადაც ვირჩევთ ჩვენთვის სასურველ SQL პრივილეგიებს რომლებზეც წვდომა უნდა ჰქონდეს მითითებულ იუზერს.





თუ მოვნიშნავთ "ALL PRIVILEGES" ოფციას მაშინ მითითებულ იუზერს მოცემულ ბაზასთან ექნება სრული უფლებები (ყველა პრივილეგია).




პრივილეგიების მონიშვნის შემდეგ ვაჭერთ ღილაკს "Make Changes". იმავე გვერდზე შესაძლებელია ნახვა თუ რომელ მონაცემთა ბაზასთან რომელ იუზერს აქვს წვდომა.

 



დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით.


იყო ეს პასუხი ღირებული?

« უკან დაბრუნება

NS

Cpanel

ns1.fastcloud.ge

ns2.fastcloud.ge

ns3.fastcloud.ge

DairectAdmin

ns33.fastcloud.ge

ns44.fastcloud.ge

Plesk

ns55.fastcloud.ge

ns66.fastcloud.ge