შესაბამის ველებში წერთ თქვენს ელ-ფოსტას და პაროლს (ეს მონაცემები თავდაპირველად იგზავნება თქვენს ელ ფოსტაზე ჩვენს სისტემაში დარეგისტრირებისას).
თუ სისტემაში შესასვლელი პაროლი არ გახსოვთ უნდა დააჭიროთ ღილაკს "დაგავიწყდათ პაროლი?" რის შემდგომაც თქვენს ელ ფოსტაზე გამოგეგზავნებათ პაროლის შეცვლის ლინკი. სისტემაში წარმატებული შესვლის შემთხვევაში გადავდივართ განყოფილებაში "დომენები" რომელიც ნაჩვენებია ქვემოთმოცემულ სურათზე
დომენების გვერდზე ვაჭერთ იმ დომენს რომლის NS-ების შეცვლა გვინდა
ასევე შეგვიძლიათ დავაჭიროთ რილაკს "მართე ნეიმსერვერები" როგორც ეს ქვემოთ მოცემულ სურათზეა ნაჩვენები
ქვემოთმოცემულ გვერდზე შეგვყავს ჩვენთვის სასურველი NS-ები შესაბამის ველებში. გაითვალისწინეთ რომ IP მისამართების მითითება არ არის აუცილებელი. IP მისამართების მითითება შეიძლება დაგჭირდეთ მხოლოდ იმ შემთხვევაში როცა თქვენს Custom NS მისამართებს არეგისტრირებთ.
ამავე გვერდზე შეგიძლიათ შეცვალოდ დომენის მფლობელის და ა.შ. საკონტაქტო ინფორმაცია. დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით.