თქვენ შეგიძლია წარმოიდგინო ასე:
დომენი (Domain) — შენი საიტის მისამართია ინტერნეტში
ჰოსტინგი (Hosting) — შენი საიტის საცავია, სადაც ინახება ფაილები
დომენის რეგისტრაციის და ჰოსტინგის გასააქტიურებლად აუცილებელია პირველ რიგში მოვახდინოთ ჩვენს ვებ გვერდზე რეგისტრაცია https://fastcloud.ge/register.php
გაითვალისწინეთ: რეგისტრაციის დროს აუცილებელია სწორად შევავსოთ თითოეული ველი,. რეგისტრაციის შემდეგ შეძლებთ მომხმარებლის არედან სასურველი სერვისების შეძენა/რეგისტრაციას:
არეგისტრირებთ დომენს (https://fastcloud.ge/cart.php?a=add&domain=register) — მაგ. sysnet.ge
მომხმარებლის პროფილის "სერვისები"-ის ჩანართიდან ყიდულობთ საზირო ჰოსტინგის(shared hosting) თქვენთვის სასურველ პაკეტს, სასურველი სამართავი პანელით(Cpanel,Plesk,DairectAdmin)
ჰოსტინგის NS მისამართებს უთითებთ თქვენი დომენის ნეიმსერვერების(NameServer) ველში. ჩვენთან სამივე სამართავ პანელს განსხვაბული NS მისამართები აქვთ რომელთა ხილვაც შეგიძლიათ ბმულზე: https://fastcloud.ge/knowledgebase/45/NS-chanatserebi.html ან საიტზე მარცხენა მხარეს შეგიძლიათ დააკლიკოთ NS ჩანართს.
შენიშვნა: DNS-ში ცვლილებები არ ამოქმედდება მყისიერად — ჩვეულებრივ ამ პროცესს სჭირდება 15 წუთიდან 24 საათამდე დრო(ზოგჯერ 48 სთ).
ამ ძირითადი ორი პროცედურის გავლის შემდეგ გიგენერირდებათ შესაბამისი საფასურის ინვოისები რომელთა გადახდაც შესაძლებელია სხვადასხვა არხების გამოყენებით. გადახდის მეთოდები იხილეთ ბმულზე: https://fastcloud.ge/index.php?m=fastcloud_page&id=7
ყველსა საჭირო ინფორმაცია და ინსტრუქცია რეგისტრაციის წარმატებით გავლის შემდეგ გეგზავნებათ საკონტაქტო მეილზე და ასევე შესაძლებლობა გეძლევათ სამართავი პანელის სხვადასხვა პუნქტებში გადახვიდეთ თქვენივე პროფილიდან.
ნებისმიერი FTP კლიენტის გამოყენებით ტვირთავთ თქვენი საიტის ფაილებს და მონაცემთა ბაზაზს. უფრო დეტალურად იხილეთ ბმული: https://fastcloud.ge/knowledgebase/23/rogor-avtvirtot-saiti.html
NS სების გავრცელების(Propagation) და საიტის ფაილების წარმატებით ატვირთვის შემდეგ ვიზიტორები ხედავენ თქვენს ვებსაიტს ინტერნეტში.
თუ ეს პროცედურები თქვენთვის მოუხერხებელია ან დიდ ძალისხმევას მოითხოვს, ჩვენ გთავაზობთ ადმინისტრატორის მომსახურების ერთჯერად სერვისს რომლის შეძენის შემდგომ ჩვენი ტექნიკოსები დაგეხმარებიან ამ ყველაფრის წარმატებით განხორციელებაში. ადმინისტრატორის მომსახურების პირობები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://fastcloud.ge/store/administratoris-momsaxureba
ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში ხელმისაწვდომები ვართ როგორც ონლაინ ჩათის, ასევე "დახმარების ბარათის" საშუალებით. ასევე სამუშაო საათებში ხელმისაწვდომია ცხელი ხაზი(Hotline).