დომენის რეგისტრაციის ან ტრანსფერის შემთხვევაში უფასო DNS მენეჯმენტის ფლაგინი ავტომატურად ქმნის დომენის შესაბამის ზონას DNS სერვერებზე:
pdns1.fastcloud.ge
pdns2.fastcloud.ge
უკვე არსებული დომენის შემთხვევაში მოთხოვნის საფუძველზე შესაძლებელია ზონის შექმნა(ამისათვის უნდა მოგვმართოთ დახმარების ბარათის მეშვეობით).
ახალი დარეგისტრირებული ან დატრანსფერებული დომენების შემთხვევაში რომ გამოიყენოთ უფასო DNS მენეჯმენტის სისტემა, უნდა შეცვალოთ დომენის ნეიმსერვერები. ნეიმსერვერების შესაცვლელად მიყევით ქვემოთმოცემულ მანუალს:
აირჩიეთ დომენი „დომენები“ მენიუდან.
რის შემდეგაც საკონტაქტო ელ ფოსტაზე მოგივათ 6 ნიშნა კოდი რომელიც უნდა შევიყვანოთ მოცემულ ველში
დასტურის შემდეგ უნდა გამოგვივიდეს შეტყობინება:
ცვლილებები შენახულია წარმატებით!
ნეიმსერვერების ცვლილების შემდეგ გადავდივართ „დომენები“-ის ჩანართში საიდანაც ვირჩევთ DNS MANAGEMENT-ის ფუნქციონალს
დომენის ჩანაწერების შესაცვლელად ახლ გამოსულ ფანჯარაში ვირჩევთ სასურველ დომენს და ვაკეთებთ ამ დომენისთვის სასურველ ჩანაწერებს როგორც ქვემოთ მოცემულ სურათებშია.
ამ მინიშნებების შემდეგ თუ რაიმე გაურკვევლობა შეგემნებათ გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ნებისმიერ დროს "დახმარების ბარათის" საშუალებით.
ასევე შეგიძლიათ მოგვწეროთ ონლაინ ჩატში ან დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე 0322 810810 სამუშაო საათებში.