რას ნიშნავს დომენის რეგისტრაცია?

დომენის რეგისტრაცია არის პროცესი რომლის დროსაც თქვენ არეზერვებთ თქვენთვის სასურველ სახელს ინტერნეტში გარკვეული პერიოდით, ჩვეულებრივ 1 წლით. აუცილებელია დავიმახსოვროთ რომ ეს დომენური სახელი იქნება თქვენი იმდენი ხნით, რამდენი ხნითაც თქვენ მოახდენთ მის განახლებას. შეუძლებელია დომენის შესყიდვა სამუდამოდ.

დომენის რეგისტრაცია საჭიროა ვებსაიტისთვის, მეილებისთვის და სხვა ვებ სერვისებისთვის. თუმცა ყოველთვის არ არის აუცილებელი რეგისტრაცია. ბევრი კომპანია საშუალებას გაძლევთ გამოიყენოთ თავიანთი დომენის ქვედომენები ან მიიღოთ მეილები მათ ძირითად დომენებზე (მაგ. yahoo.com, gmail.com და ა.შ).

ყველაზე მნიშვნელოვანი დომენური სახელის რეგისტრაციაში ის არის რომ ეს პროცესი განსაზღვრავს თქვენს ინდივიდუალურობას და ცნობადობას. დომენის რეგისტრაციის შემდგომ ინფორმაცია მფლობელზე არის საჯაროდ ხელმისაწვდომი (გარკვეული შემთხვევების გარდა როცა ხდება მფლობელის გამიზნულად დამალვა).

დომენური სახელის ფასები მერყეობს მისი დაბოლოებების მიხედვით. მაგალითად ყველაზე გავრცელებული .com დომენის ფასი არის შედარებით იაფი ხოლო გარკვეული ქვეყნების სპეციფიური დომენური დაბოლოებები ზოგჯერ 5-ჯერ ან მეტჯერ უფრო ძვირია.

თუ თქვენ გნებავთ დაარეგისტრიროთ დომენი ჩვენთან შეგიძლიათ ნახოთ ჩვენი შემოთავაზებები შემდეგ ბმულზე: https://fastcloud.ge/cart.php?a=add&domain=register

ფასებზე დეტალური ინფორმაციებისათვის დაგვიკავშირდით ლაივჩათში, ტელეფონზე ან ნახეთ ფასები თქვენს კლიენტ არეში შემდეგ ბმულზე: https://fastcloud.ge/clientarea.php



იყო ეს პასუხი ღირებული?

 სტატიის ბეჭდვა

ასევე წაიკითხეთ

რა უნდა გავაკეთოთ როცა დომენს ვადა აქვს გასული

ყველა დომენზე რომელიც FastCloud-შია რეგისტრირებული, ჩართულია ვტომატური განახლება. თუმცა თუ...

.GE დომენის რეგისტრაცია

ამ თემაში პუნქტობრივად გაგაცნობთ თუ როგორ უნდა მოახდინოთ თქვენი დომენის რეგისტრაცია ჩვენს...

შესაძლებელია თუ არა მოვახდინო მხოლოდ დომენის განახლება და არ განვაახლო ჰოსტინგი?

დიახ ეს შესაძლებელია ვინაიდან და რადგანაც დომენი და ჰოსტინგი წარმოადგენენ ცალცალკე ინდივიდუალურ...

შესაძლებელია დომენის განახლება 1 წელზე ნაკლები პერიოდით?

მინიმალური პერიოდი დომენის რეგისტრაციის არის 1 წელი. თქვენ შეგიძლიათ დაარეგისტრიროთ ან განაახლოთ...