ამ თემაში პუნქტობრივად გაგაცნობთ თუ როგორ უნდა მოახდინოთ თქვენი დომენის რეგისტრაცია ჩვენს სისტემაში.
1. პირველ ეტაპზე ჩვენს საიტზე მენიუში შედიხართ "დომენი->რეგისტრაცია" განყოფილებაში
2. შემდეგ უნდა შევამოწმოთ თავისუფალია თუ არა ჩვენთვის სასურველი დომენი. ამისათვის ვავსებთ შესაბამის ველებს და ვაჭერთ ღილაკს "ძებნა"
3. თუ დომენი თავისუფალია მაშინ დააჭერთ ღილაკს "კალათაში დამატება" და შემდეგ "გადახდა"
4. ღილაკზე დაჭერა გადაგვიყვანს გვერდზე სადაც უნდა შევავსოთ ინფორმაცია დომენის მფლობელზე
5. "დომენების კონფიგურაცია" გვერდზე, უნდა შევავსოთ ყველა ველი კორექტულად სასურველია ქართულად. ამავდროულად აუცილებლად უნდა მოვნიშნოთ შემდეგი ორი ველი "ვეთანხმები პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკას" და "ვეთანხმები .GE დომენის რეგისტრაციისა და ადმინისტრაციის წესებს"
შემდეგ ვაჭერთ ღილაკს "გააგრძელე"
6. თუ ჩვენს სისტემაში უკვე რეგისტრირებული იყავით შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად მხოლოდ დაგჭირდებათ თქვენი იუზერის და პაროლის შეყვანა. თუ არ იყავით რეგისტრირებული უნდა შეავსოთ გვერდზე მოთხოვნილი ყველა ველი და მონიშნოთ აუცილებელი ველი "ვეთანხმები წესებსა და პირობებს".
ამ გვერდის ბოლო განყოფილებაში არის გადახდის მეთოდების ჩამონათვალი. სასურველი გადახდის მეთოდის არჩევის შემდგომ დააჭერთ ღილაკს "შეკვეთის დასრულება".
7. ინვოისის გადახდიდან რამოდენიმე წამში ავტომატურ რეჟიმში მოხდება თქვენი დომენის რეგისტრაცია.
P.S. გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ შესაძლებელია ნეიმსერვერების ("NS"-ების) გავრცელებას დასჭირდეს გარკვეული დრო.