დომენის რეგისტრაცია არის პროცესი რომლის დროსაც თქვენ არეზერვებთ თქვენთვის სასურველ სახელს ინტერნეტში გარკვეული პერიოდით, ჩვეულებრივ 1 წლით. აუცილებელია დავიმახსოვროთ რომ ეს დომენური სახელი იქნება თქვენი იმდენი ხნით, რამდენი ხნითაც თქვენ მოახდენთ მის განახლებას. შეუძლებელია დომენის შესყიდვა სამუდამოდ.
დომენის რეგისტრაცია საჭიროა ვებსაიტისთვის, მეილებისთვის და სხვა ვებ სერვისებისთვის. თუმცა ყოველთვის არ არის აუცილებელი რეგისტრაცია. ბევრი კომპანია საშუალებას გაძლევთ გამოიყენოთ თავიანთი დომენის ქვედომენები ან მიიღოთ მეილები მათ ძირითად დომენებზე (მაგ. yahoo.com, gmail.com და ა.შ).
ყველაზე მნიშვნელოვანი დომენური სახელის რეგისტრაციაში ის არის რომ ეს პროცესი განსაზღვრავს თქვენს ინდივიდუალურობას და ცნობადობას. დომენის რეგისტრაციის შემდგომ ინფორმაცია მფლობელზე არის საჯაროდ ხელმისაწვდომი (გარკვეული შემთხვევების გარდა როცა ხდება მფლობელის გამიზნულად დამალვა).
დომენური სახელის ფასები მერყეობს მისი დაბოლოებების მიხედვით. მაგალითად ყველაზე გავრცელებული .com დომენის ფასი არის შედარებით იაფი ხოლო გარკვეული ქვეყნების სპეციფიური დომენური დაბოლოებები ზოგჯერ 5-ჯერ ან მეტჯერ უფრო ძვირია.
თუ თქვენ გნებავთ დაარეგისტრიროთ დომენი ჩვენთან შეგიძლიათ ნახოთ ჩვენი შემოთავაზებები შემდეგ ბმულზე: https://fastcloud.ge/cart.php?a=add&domain=register
ფასებზე დეტალური ინფორმაციებისათვის დაგვიკავშირდით ლაივჩათში, ტელეფონზე ან ნახეთ ფასები თქვენს კლიენტ არეში შემდეგ ბმულზე: https://fastcloud.ge/clientarea.php