შეცდომის ტექსტი მეილ კლიენტში:
Task ‘Mailer – Sending’ reported error (0x800CCC0F) : ‘The connection to the server was interrupted. If this problem continues, contact your server administrator or ISP. The server responded: 501 Too many syntax or protocol errors’.
შეცდომის მიზეზები შეიძლება იყოს:
- არასწორად ჩაწერილი ელფოსტის მისამართი To: ველში (ყველაზე გავრცელებული პრობლემა).
- არასწორი სიმბოლოები To: ველში მაგ: < > [ ] '' ""და ა.შ..
- ელ.ფოსტის მისამართის წინ ან მის შემდეგ ცარიელი ადგილის დატოვება.
- არასწორი SMTP ბრძანებების ხელით აკრეფა ტერმინალის ფანჯარაში.
- მეილის ფილტრაციის ან სკანირების დანამატი/ფლაგინი, რომელიც ინტეგრირებულია თქვენს მეილ კლიენტში, მაგ.: ანტივირუსი ან Firewall.
- ძველი/არასწორი შეტყობინება, რომელიც დარჩენილია თქვენს Outlook Outbox საქაღალდეში.
სოლუშენი/გამოსავალი:
Outlook-ის გამოყენებით ელფოსტის გაგზავნისას შესაძლოა მიიღოთ ზემოთ მოცემული შეცდომა. როგორც ჩანს, როდესაც ელ.ფოსტის მისამართებს აკოპირებთ და სვავთ To ველში, ისინი შეიცავენ ციტატის ნიშენბს ('' და ა.შ სხვა მსგავს სიმბოლოებს) ელექტრონული მისამართის თავში და ბოლოში, რომელთა დამუშავება სერვერმა არ იცის (მაგ. „name@website.com“ ან 'name@website.com' ნაცვლად მხოლოდ name@website.com-ისა).
წაშალეთ ეს ნიშნები და შემდეგ სცადეთ ელ-ფოსტის თავიდან გაგზავნა.