მოგეხსენებათ რომ TLS 1.0 პროტოკოლის ვერსია არ არის დაცული. ამის გამო უნდა მოხდეს მისი გათიშვა სერვერებზე რომლებიც უნდა აკმაყოფილებდეს უსაფრთხოების PCI შესაბამისობას. ჩვენს სერვერებზე უსაფრთხოების აღნიშნული შესაბამისობის გამო ეს პროტოკოლი გათიშულია.
Windows 7 და Windows 8-ზე აპლიკაციები როგორებიცაა მაგალითად Outlook, Word და ასე შემდეგ დაშენებულია WinHTTP სერვისებზე და აქვთ მხოლოდ TLS 1.0-ის მხარდაჭერა. ამის გამო თუ თქვენ ეცდებით Secure კავშირის დამყარებას ჩვენს სერვერებთან მიიღებთ შეცდომას "your server does not support the connection encryption type you have specified".
იმისათვის რომ მოახდინოთ ჩვენს სერვერებამდე უსაფრთხო კავშირი და მოაგვაროთ ზემოთხსენებული პრობლემა, თქვენ უნდა გააქტიუროთ TLS 1.1 და TLS 1.2 მხარდაჭერა თქვენს სისტემაში.
ამისათვის დაგჭირდებათ შემდეგი ქვემოთჩამოთვლილი ფაილები:
Windows 7 32Bit-ზე:
WinHttp-32Bit.reg TLS 1.1.reg TLS 1.2.reg
Windows 7 64Bit-ზე:
WinHttp-64Bit.reg TLS 1.1.reg TLS 1.2.reg
აღნიშნული რეგისტრების ფაილები გააქტიურებს ამ პროტოკოლებს თქვენს ოპერაციულ სისტემაში. აღნიშნული ფაილების გაშვების შემდგომ უნდა დაარესტარტოთ სისტემა და სცადოთ დაცული კავშირის დამყარება თქვენი მეილ კლიენტებიდან სერვერამდე.
სრული პაკეტის გადმოწერა