.GE დომენის ტრანსფერი ბეჭდვა

  • 4

ამ თემაში პუნქტობრივად გაგაცნობთ თუ როგორ უნდა მოახდინოთ თქვენი დომენის ტრანსფერი ჩვენს სისტემაში.

1. თავდაპირველად აუცილებლად დაგჭირდებათ registration.ge -ზე თქვენს პროფაილში შესვლა




2. პროფილში შესვლის შემდეგ ვირჩევთ დომენს რომლის ტრანსფერიც გვსურს, ვაჭერთ ტრანსფერ ღილაკს რომლის შემდეგაც გვიგენერირდება "სატრანსფერო კოდი" რომელის გამოყენებაც შესაძლებელია 7 დღის მანძილზე.
ტრანსფერ ღილაკზე დაჭერისთანავე გამოდის ფანჯარა ყველა იმ რეგისტრატორების სიით სადაც შესაძლებელია .GE დომენის რეგისტრაცია და ტრანსფერი.
ჩვენს შემთხვევაში ვირჩევთ fastcloud-ს. 



3. ავტომატურად გადავდივართ fastcloud-ის ვებგვერდის "დომენის ტრანსფერი" კატეგორიაში. სადაც ჩაწერთ ან უკვე ჩაწერილი დაგხვდებათ თქვენი დომენის სახელი,
ხოლო ტრანსფერის კოდში უთითებთ უკვე დაგენერირებულ კოდს რომლის გენერირებაც მე-2-ე პუნქტში განვიხილეთ.


4. კალათაში დამატების შემდეგ გადავდივართ გვერდზე "დომენების კონფიგურაცია" , სადაც ავტომატურად მითითებულია ჩვენი ნეიმსერვერები და ვაჭერთ "გააგრძელე" ღილაკს. 
ჰოსტინგის არქონის და შეძენის სურვილის შემთხვევაში ვაჭერთ ღილაკს: "[არ აქვს ჰოსტინგი! დააჭირე და დაამატე]"


რომლის დროსაც გადავდივართ შარედ ჰოსტინგის პაკეტების ასარჩევ მენიუში და ვირჩევთ სასურველ პაკეტს სასურველი სამართავი პანელით.

5. შემდეგ ეტაპზე ჩვენი დასატრანსფერებელი დომენი ემატება კალათაში და ვაწვებით "გადახდა" ღილაკს, რომელსაც გადავყავართ "პერსონალური ინფორმაცია" -ის შესავსებ გვერდზე, სადაც უნდა შევავსოთ ყველა ველი კორექტულად სასურველია ქართულად. ამავდროულად უნდა მოვნიშნოთ "ვეთანხმები წესებსა და პირობებს".
ქვემოთ ავირჩევთ გადახდის მეთოდს და ვაწვებით "შეკვეთის დასრულებას".

6. ინვოისის გადახდიდან რამოდენიმე წამში, ავტომატურ რეჟიმში მოხდება თქვენი დომენის ტრანსფერი ჩვენს სისტემაში.


იყო ეს პასუხი ღირებული?

« უკან დაბრუნება

NS

Cpanel

ns1.fastcloud.ge

ns2.fastcloud.ge

ns3.fastcloud.ge

DairectAdmin

ns33.fastcloud.ge

ns44.fastcloud.ge

Plesk

ns55.fastcloud.ge

ns66.fastcloud.ge